ფოლიკულიტი

ფოლიკულიტი წარმოადგენს თმის ფოლიკულის ანთებას, რომელიც უმეტესწილად გამოწვეულია ინფექციური აგენტებით.  ფოლიკულიტი სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ეს დამოკიდებულია გამომწვევზე, დაზიანების სიღრმეზე მდებარეობაზე, პენეტრაციაზე.  ფოლიკულიტის ყველაზე ხშირი გამომწვევები არიან სტაფილოკოკები.  ფოლიკულიტი ხშირად ასოცირებულია მაცერაციასთან, ოკლუზიასთან, ჰიგიენის დაუცველობასთან.  ყველაზე ხშირად გვხვდება დიფუზური, დისკრეტული, ერითრემატოზული ფოლიკულური პაპულები და პუსტულები. სხეულზე, თითქმის ნებისმიერ ადგილზე (ხელის და ფეხის გულების გარდა). ფოლიკულიტის ყველაზე გავრცელებული ადგილებია დუნდულოები და კიდურები.  შეიძლება თანაარსებობდეს იმპეტიგოსტან ერთად.   იშვიათ შემთხვევაში ფოლიკულიტი ასოცირებულია შიდსთან, შაქრიან დიაბეტთან, იმუნოდეფიციტურ მდგომარეობასთან.

პიტოსპორული ფოლიკულიტი არის ფოლიკულიტის ფორმა, რომელიც გამოწვეულია სოკო pityrosporum yeast. გამონაყარი ძირითადად ვითარდება  კისერზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე, მკერდზე.  ძირითადად ვითარდება ახალგაზრდა  და შუა ასაკში.   პუსტულები იკეთებენ თეთრ თავს რაც  სოკოს  –Malessezia furfur -ის ზრდის შედეგია.   ამ სოკოს გამრავლებისთვის აუცილებელია ცხიმოვანი მჟავები რაც კანის ცხიმიანობას ქმნის.  ის ნორმალური ფლორის ნაწილია, თუმცა ადამიანების ნაწილს აქვს მიდრეკილება მისი ზრდისკენ.  ეს მდგომარეობა ვითარდება უმეტესად ცხიმიან კანზე,  დაზიანებულ კანზე მაგ. სებორეული დერმატიტის ფონზე.  პიტოსპორული ფოლიკულიტი შეიძლება იწვევდეს ქავილს და იყო ასოცირებული სებორეულ დერმატიტთან.   მკურნალობენ ადგილობრივი და სისტემური სოკოს საწინააღმდეგო წამლებით, თუმცა ახასიათებს რეკურენტულობა.

გრამ-უარყოფითი ფოლიკულიტი – იწვევს: ეშერიხია კოლი, ენტერობაქტერია, კლებსიელა, ან პროტეუსი. უვითარდებათ იმ ადამიანებს ვისაც ჰქონდათ აკნე და იყვნენ ორალური ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე დიდი ხნის განმავლობაში.  კარგად რეაგირებენ ამოქსაცილინ -კლავულანიცკის მჟავაზე და ტრიმეტოპრიმ სულფამეტოქსაზოლზე.

ფსევდომონათი გამოწვეული ფოლიკულიტი -(შხაპის შემდგომი ფოლიკულიტი)

იწვევს ფსევდომონა აურეგინოზია, ინფიცირება შესაძლებელია შხაპის დროს, საცურაო აუზებზე ყოფნისას,  სხეულის ღრუბლით, რომელიც ბოლომდე მშრალი არ არის.

ეს მდგომარეობა შეიძლება ასოცირებული იყოს კონუქტივიტთან, გარეთა ყურის ანთებასთან, საშარდე გზების ინფექციასთან, იშვიათად პნევმონიასთან.

ფსევდომონათი გამოწვეული ფოლიკულიტი თვით განკურნებადია მრავალ შემთხვევაში, თუმცა ახასიათებს რეკურენტულობა.

ფოლიკულიტის განვითარების ძირითადი მექანიზმია ფოლიკულის კედელში ბაქტერიით ინფიცირება, შემდგომში ფოლიკულის სანათურის დახშობა და ანთებითი პროცესები.  ფოლიკულის სანათურის დახშობა დამატენიანებელმაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

დიაგნოზისთვის აუცილებელია ბაქტერიული კულტივირება, გრამის წესით შეღებვა, ჰისტოლოგიური ანალიზის გაკეთების საჭიროება იშვიათ შემთხვევაში ხდება.

დიფ. დიაგნოზის გატარება აუცილებელია ეოზინოფილურ ფოლიკულიტთან და კანდიდიაზთან.

მკურნალობა

  • ანტიბაქტერიული გამწმენდი და კანის სიმშრალის მომამატებელი საშუალებები.
  • ტოპიკური ანტიბიოტიკები (მაგ. მუპიროცინი, კლინდამიცინი)
  • პენიცილინაზა-რეზისტენტული სისტემური ანტიბიოტიკები (განსაკუთრებულ შემთხვევებში).
  • ზოგ შემთხვევაში ეფექტურია ტოპიკური მუპიროცინის მალამოს გამოყენება ნესტოებში და შორისის მიდამოში (ოჯახის წევრებში) თუ რეკურენტული ხასიათი აქვს ფოლიკულიტს.

პროგნოზი  კეთილსაიმედოა. შესაძლოა ჰქონდეს რეკურენტული ხასიათი (ოქროსფერი სტაფილოკოკით ინფიცირების შემთხვევაში)