PMS – პრე მენსტრუალური სინდრომი

რეპროდუქციული ასაკის ქალების აბსოლიტური უმრავლესობა განიცდის სიმპტომებს, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუაციის დადგომასთან. სიმპტომების სიმძაფრე და ხანგრძლივობა მკვეთრად ვარიაბელურია.  ქალების 5 % ში პრე მენსტრუალური სინდრომი მიმდინარეობს გამოკვეთილად.  პრე მენსტრუალური სინდრომი დაახლოებით 2 კვირა გრძელდება მენსტრუაციამდე, როგორც წესი მენსტრუაციის დადგომისთანავე სიმპტომები ქრება.  პრე მენსტრუალური სინდრომი შეესაბამება მენსტრუალური ციკლის მეორე (ლუთეალურ, სეკრეტორულ) ფაზას.   პრემენსტრუალური სინდრომის მძიმე ფორმაა პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა რომელიც ფსიქიატრიულ პრობლემას წარმოადგენს.

სიმპტომები უმეტესად გრძელდება 7-10 დღე და გამოიხატება:

  • სიბრაზით
  • შფოთვით
  • დეპრესია / სევდიან განნწყობაზე ყოფნა
  • კონცენტრაციის დაქვეითება
  • აგრესია
  • სხეულის შეშუპება
  • მკერდის ტკივილი

შეიძლება ასევე გამოხატული იყოს სხვა სიმპტომებიც რომელიც ფსიქოგენური ხასიათისაა. ეს ნიშნები აღმოცენდება ოვულაციის შემდგომ ძლიერდება დროთა განმავლობაში და ქრება მენსტრუაციის მოსვლისთანავე.  თუ ციკლი არის გახანგრძლივებული მაშინ პრე მენსტრუალური სინდრომი შეიძლება  გაგრძელდეს 2 კვირაზე მეტ ხანს.

მართვა – პრე მენსტრუალური სინდრომის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განათლებას საკუთარი მდგომარეობის შესახებ.  რაც შეეხება მკურნალობის ხვა ფორმებს: კვების მხრივ სასურველია – ნატრიუმის და მარილის ნაკლები მიღება, რათა არ მოხდეს შეშუპება და  კიდურების და სახის არეში წყლის შეკავება. მეთილქსანტინების მიღება რაღაც დონეზე დაკავშირებულია მკერდის ტკივილთან, ამიტომ რეკომენდირებულია ნაკლები რაოდენობით კოფეინის მიღება, ეს  ქმედება ამცირებს შფოთვას და დეპრესიულ განწყობასაც პრე მენსტრუალური სინდრომის დროს  ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ამცირებს სტრესს.  ასევე სასურველია კალციუმის შემცველი პრეპარატების,  ვიტამინი E , B6  მიღება.

ჰორმონალურ მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას.  პრე მენსტრუალური სინდრომის დროს ასევე გამოიყენება პროგესტერონი.

დიურეტიკები გამოიყენება შეშუპების მოსახსნელად.

დეპრესიის და გამოხაული ფსიქიკური პრობლემების მოსახსნელად გამოიყენება ანტიდეპრესანტები ( სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტოები. )