ფრიგიდულობა

c

ფრიგიდულობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ აქვს სქესობრივი აქტივობის სურვილი. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება სექსუალურ დისფუნქციათა ნუსხას და სამედიცინო სამყაროში ცნობილია ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის დარღვევის სახელით.  ფრიგიდულობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები წყვილებს შორის და ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. თუ სექსუალური ინერტულობა არ უქმნის ადამიანს ცხოვრებაში დისკომფორტს, ის არ ითვლება დარღვევად. 

ფრიგიდულობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის:  ზოგადი – როდესაც ნებისმიერი სქესობრივი აქტიობის სურვილის დეფიციტია.  სიტუაციური – როდესაც მოცემულ სიტუაციაში, კონკრეტულ პარტნიორთან არ უნდა ადამიანს სქესობრივი კაშირი, თუმცა ზოგადად აქვს სექსუალური სურვილები და ფანტაზიები.  შეძენილი -როდესაც ნორმალური სქესობრივი ცხოვრების შემდეგ დგება ფრიგიდულობის პერიოდი და ე.წ. თანდაყოლილი  როდესაც  ადამიანს არასდროს ჰქონია სქესობრივი აქტივობის სურვილი.

თანდაყოლილი ფრიგიდულობის მიზეზი უცნობია. შეძენილს კი სხვადასხვა მიზეზები აქვს : დაავადებები, ფსიქიკური პრობლემები, ტესტოსტერონის დაბალი დონე, პროლაქტინის მაღალი დონე.   სქესობრივი ინერტულობა შეიძლება გამოიწვიოს ნეიროტრანსმიტერების იმბალანსმა თავის ტვინში.  მაგ. დოფამინს და ნორადრენალინს აქვს ამგზნები ეფექტი თავის ტვინეზე, ხოლო სეროტონინს  აქვს შემაკავებელი ეფექტი.

მკურნალობას წარმოადგენს ფსიქოთერაპიები, უმეტეს შემთხვევაში წყვილს შორის სქესობრივი ცხოვრების მოდიფიცირება ხდება საჭირო (მაგ. გახანგრძლივებული პრელუდია, მასტურბაცია და ა.შ.) როდესაც მდგომარეობა გამოწვეულია მედიკამენტებით ან ჰორმონუი იმბალანსით, მაშინ ხდება ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპია. დეპრესიების შემთხვევაში ანტიდეპრესანტების მიღება.