ჰირსუტიზმი

ჰირსუტიზმი არის ქალის თმიანობა იმ ნაწილებში სადაც წესით ტერმინალური (მუქი და უხეში) თმა არ უნდა იყოს.  მაგ. მკერდზე, სახეზე.  თმიანობის ასეთი ტიპი ნორმალურია მამაკაცისთვის და ასოცირებულია ანდროგენულ თმიანობასთან, თუმცა ანალოგიური თმის ზრდა ნორმაში ქალში არ უნდა გვხვდებოდეს.  ჰირსუტიზმი ძირითადად კოსმეტიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა  შეიძლება მიანიშნებდეს სხვადასხვა დაავადებებზე და სამედიცინო მდგომარეობებზე. მაგ. ჰიპერანდროგენია, პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი და ა.შ.

ჰირსუტიზმი შეიძლება განვითარდეს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა სამედიცინო ტერმინი, რომელშიც მოიაზრება ქალების და მამაკაცების გადაჭარბებული თმიანობა არის ჰიპერტრიქოზი.

ჰირსუტიზმის მიზეზებია:

  • ანდროგენების სიჭარბე
  • ჰიპერინსულინემია
  • ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
  • ადრენო-გენიტალური სინდრომი – თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია
  • კუშინგის დაავადება
  • საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები.
  • სხვადასხვა წამლები
  • ინსულინ რეზისტენტობა
  • სტრომული ჰიპერთეკოზი (პოსტმენოპაუზალურ ქალებში)
  • სიმსუქნე

დიაგნოზი ისმევა ფერიმან-გალვეის ქულათა სისტემით, რომლითაც სახეზე, ზურგზე, მკერდზე მკლავებზე, ბარძაყებზე, მუცელზე ფასდება თმიანობა.

მკურნალობას წარმოადგენს ფლუტამიდი + კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები – ახალგაზრდა ასაკის ქალებში.   მკურნალობას ასევე წარმოადგენს თმის მექანიკური გზით მოშორება. ჭარბთმიანობისგან განკურნებისთვის ასევე გამოიყენება:

  •  სპირონოლაქტონები
  • ციპროტერონ აცეტატი – ანტიანდროგენია (პროგესტინი)
  • ფინასტერიდი – 5 ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორი
  • მეთფორმინი
  • ელფორნითინი
  • ეპილაცია
  • დეპილაცია
  • გაპარსვა
  • ცვილით მოშორება.
  • ლაზერით თმების მოშორება