ავერსიული თერაპია

ავერსიული თერაპია არის ფსიქოლოგიური მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება არასასურველი ქცევის შეწყვეტა, ქცევაზე თანდართული უარყოფითი სტიმულის გამოყენებით. მარტივად რომ ვთქვათ ავერსიული თერაპიაა როდესაც ადამიანს უსვამენ თითებზე რაიმე მწარეს რათა ფრჩხილების კვნეტას გადააჩვიონ.

ავერსიული თერაპია განსაკუთრებით წარსულში გამოიყენებოდა ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის და სხვა მავნე ჩვევებისგან განკურნებისთვის.  მის წარმატებას განაპირობებს ხელმისაწვდომობა, იაფი ღირებულება და ეფექტურობა.

ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ემეტიკები (წამლები, რომლებიც ღებინებას იწვევენ).

ავერსიული თერაპია წარსულში გამოიყენებოდა ჰომოსექსუალობის „სამკურნალოდ“ თუმცა ბოლო  წლებში (1994 წლისთვის) ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ სახიფათოთ და არაეფექტურად მიიჩნია მკურნალობის ეს მეთოდი.  დღეისთვის ჰომოსექსუალობასთან ასოცირებული პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება ფსიქოთერაპიები, რომლებიც გეებს და ლესბოსელებს ეხმარება მიიღონ და თავი კომფორტულად იგრძნონ საკუთარი სექსუალური ორიენტაციით.  დღეისთვის მკურნალობა არ მოიაზრებს სექსუალური ორიენტაციის შეცვლას.

ავერსიული თერაპიის მიზანი ჰომოსექსუალების მიმართ იყო ორიენტაციის შეცვლა, საწყის ეტაპზე მიიჩნეოდაა რომ მკურნალობა ძალზედ ეფექტური იყო და მამაკაცთა 50 % ში ჰქონდა დადებითი ეფექტი, შემდგომი კვლევებით აღმოჩნდა, რომ  ის ადამიანები, რომელთაც „შეიცვალეს“ ორიენტაცია რეალურად იყვნენ ბისექსუალები, ხოლო მკვეთრად ჰომოსექსუალებში ავერსიულ თერაპიას არანაირი შედეგი არ აქვს.

ავერსიული თერაპიის დროს გამოიყენებდნენ შოკურ და ემეტურ თერაპიას, პაციენტი იწვა, გენიტალიებზე მიმაგრებული ჰქონდა ელექტროდები და აყურებინებდნენ ჰომოსექსუალურ პორნო ფილმებს, როგორც კი პაციენტი აღიგზნებოდა მასზე შეჰყავდათ ემეტური პრეპარატები და ელექტრო შოკი.  შემდგომში წყდებოდა ეს პროცედურები და იწყებოდა ჰეტეროსექსუალური პორნო ფილმები, ამ დროს არ ხდებოდა არასასიამოვნო სტიმულების მიცემა პაციენტისთვის.

აგზნების განსასაზღვრად ავერსული თერაპიის დროს გამოიყენებოდა პენისის პლეტისმოგრაფები და ვაგინალური ფოტოპლეტისმოგრაფები.   მკურნალობის ეს მეთოდი ზოგჯერ დღესაც გამოიყენება ახალგაზრდებში  რომლებსაც აქვთ სექსუალური გადახრები(პარაფილიები) . მათ აყნოსებდნენ ამიაკს,  უქმნიდნენ არამკოფორტულ და დამაცირებელ მდგომარეობებს მაშინ, როცა აღწერდნენ საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებს ან უყურებდენენ პორნო და ეროტიულ ფილმებს ან ფოტოებს.