დეფლორაცია

დეფლორაცია (ლათ.de – მოშორება, flosfloris – ყვავილი, ახალგაზრდობა, ქალიშვილობა) – საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევა. როგორც წესი, დეფლორაცია ხდება პირველი სქესობრივი კონტაქტის დროს.

დეფლორაციის წყაროები და მექანიზმები:

დეფლორაციის წყარო დეფლორაციის მექანიზმი
სქესობრივი აქტი პენისის საშოში შეყვანა
სხვა ქმედებები ხელის თითების, უცხო სხეულების საშოში შედება
მშობიარობა ნაყოფის გავლა სამშობიარო გზებში
სამედიცინო მანიპულაციები ოპერაციული ჩარევა, აბორტი, ინსტრუმენტების შეყვანა
შემთხვევითი დაზიანება აგრეთვე თითებით
საერთო მექანიკური ტრავმა ტრავმა მენჯის ძვლების ერიოზული მოტეხილობებით
კაზუისტიკური შემთხვევები ბლაგვ ან მახვილ საგნებზე დაცემა

ზოგჯერ საქალწულე აპკი არ არის დაბადებისთანავე. ამ მოვლენას აპკის აგენეზია ეწოდება.

გარდა ამისა, არსებობს ხელოვნური დეფლორაციის ცნება, რომელიც მოიაზრებს საქალწულე აპკის ქირურგიული გზით მოშორებას.

აპკი ძირითადად იხევა მის რექტალურ ნაწილში, იშვითად კი ურეთრალურ ნაწილში.

სისხლდენის ხარისხი დეფკლორაციის დროს ასოცირებული თავად აპკის შენების თავისებურებაზე. თხელი, გაჭიმული აპკის გახევას თან სდევს მცირე სისხლდენა და მსუბუქი ტკივილი. სქესლი, „ხორციანი“ აპკის გახევას თან ახლავს ძლიერი ტკივილი და შედარებით ძლიერი სიხლდენა.

პირველ შემთხვევაში ტკივილიც და სისხლდენას გრძელდება შედარებით ნაკლები ხანი, ვიდრე მეორე შემთხვევაში. თუმცა ორივე ვარიანტში ტკივილი რაღაც პერიოდი გრძლედება, რადგან სქესობრივი ცხოვრების დასწყისში ყოველი აქტის დროს იხევა აპკის ნარჩენები და აპკის კიდეების სრულ შეხორცებამდე ტკივილის მომენტი რჩება. პერიოდი კი ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია, ისევე როგორც ტკივილის აღქმის ზღურბლი.

20-22 წლის ასაკისთვის საქალწულე აპკის შემაერთებლი ქსოვილის ცვლილებები ხდევა და მასში მცირდება ელასტიური კომპონენტი, რის გამოც ასაკთან ერთად დეფლორაცია მეტად მტკივნეული და სისხლმდენია.