საშოს კუნთების სისუსტე

მშორიარობის შემდგომი პერიოდი გამოირჩევა უამრავი სირთულით და მათ შორის საშოს გაგანიერებით, რაც გამოწვეულია ნაყოფის სამშობიარო გზებში გამოვლით. დროთა განმავლობაში, საშუალოდ 6-8 თვე საშო შეძლებისდაგვარად იბრუნებს ფორმას, მაგრამ ადრინდელივით „მოჭერა“, რა თქმა უნდა აღარ აქვს, რაც სექსუალური ცხოვრების წარმოებისას ხშირად არის პრობლემების მიზეზი. აქედან გამომდინარე ქალებისათვის მნიშვნელოვანია საშოს კუნთების ტონუსის დასაბრუნებლად ზოგიერთი ხერხის ცოდნა. ამ პოსტში აღწერილია რამდენიმე საშუალება.

დავიწყოთ ფარმაკოლოგიური საშუალებებით. ხალხურ მედიცინას აქვს კრემების და გელების სახით საშოს შესაკუმში საშუალებები. მათ უმრავლესობას ანოტაციაში მითითებული აქვს ბალახეული საწყისები და ზოგიერთს ემატება ანტიბიოტიკი. მათი ეფექტურობის შესახებ არ ჩატარებულა კვლევები და ინფორმაცია მათი ეფექტურობის შესახებ კაზიუსტიკაა.

გარდა კრემ-გელებისა არსებობს პოზები, რომლებიც თავისთავად იწვევენ საშოს შევიწროებას. მაგალითისთვის გამოდგება პოზა „მამაკაცი უკნიდან“, რომელიც კარგად „მალავს“ ქალის საშოს შესამჩნევ გაგანიერებას.

მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული და აღიარებული მეთოდი ასეთ დროს არის კეგელის ვარჯიშები.

https://geosexmd.com/2011/08/25/%E1%83%99%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

თუკი არანაირ მეთოდს არ მოაქვს შედეგი, მაშინ დღის წესრიგში ოპერაციული ჩარევის საკითხი დგება.