Catfight (კატების ბრძოლა)

კატების ბრძოლა არის ტერმინი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ქალებს შორის ფიზიკური დაპირისპირების აღსანიშნავად. კატების ბრძოლაში მნიშვნელოვანი კომპონენტებია მოწინააღმდეგეების მიერ სხეუზე ნაკაწრების მიყენება, თმის მოქაჩვა, ტანსაცმლის შემოხევა და ა.შ. ანუ ის კომპონენტები რომლებიც კაცების ტიპიურ დაპირისპირებაში არ გვხვდება. კატების ბრძოლა განსაკუთრებით პოპულარული გახდა მეორე მოსოფლიო ომის პერიოდში და მის შემდგომ, მაშინ, როცა ამაზე აქტიურად დაიწყეს ჰოლივუდში B კატეგორიის ფილმების გადაღება, რომელიც გამოირჩეოდა დაბალი ბიუჯეტით მარტივი სიუჟეტით და ზოგ შემთხვევაში შეიცავდა ეროტიულ ან პორნო ელემენტებს.

ქალების ჩხუბის მიმართ მამაკაცთა რეაქცია როგორც წესი სასიამოვნო და სექსუალურად ამგზნებია. შესაბამისად სურათებს, ფილმებს, პლაკატებს კატების ჩხუბის ამსახველი მასალით ხშირად იყენებენ მამაკაცთა ყურადღების მისაპყრობად. ქალების ჩხუბის მამაკაცთა ასეთ დამოკიდებულებას შესაძლოა განაპირობებდეს წარმოსახვაში  ამ პროცესში  მათი სექსუალური კუთხით ჩართვის შანსი.

ქალების დამოკიდებულება კატების ჩხუბის მიმართ როგორც წესი კრიტიკულია და ხშირად ამ საკითხის, ტერმინის და მისი მედიაში პოპულარულობის წინააღმდეგ მხედრდებიან ფემინისტური ორგანიზაციები.