ალები

ალები არის მდგომარეობა რომელიც ხასიათდება სიცხის ინტენსიური შეგრძნებით სიწითლით, ღამის ოფლიანობით და უმეტესად გამოწვეულია ჰორმონული ცვლილებით ადამიანის ორგანიზმში. ალები უპირატესად  ახასიათებთ ქალებს მენოპაუზის და პერიმენოპაუზალურ პერიოდში. ალების მიზეზად სახელდება ესტროგენების მკვეთრი შემცირება ორგანიზმში და მიიჩნევა, რომ არის ვაზომოტორული რეაქცია, თუმცა ზუსტი მექანიზმი არ  არის დადგენილი, არის ვარაუდი, რომ გამოწვეულია ჰიპოთალამური ცვლილებებით საიდანაც ხდება ტემპერატურის რეგულირება.

ალები იწყება როგორც წესი ძლიერი სიცხის შეგრძნებით (წამოხურებით), შემდგომ ოფლიანობით გრძელდება, გულის ცემია აჩქარებულია.  მიმდინარეობა არის ეპიზოდური  და 2-3 წუთი გრძელდება.   ალები უმეტესად ვითარდება სახის და გულმკერდის მიდამოში, თუმცა შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ადგილზე – ზურგის მიდამოში, კისერზე და ა.შ.  ალებს ზოგჯერ თან ახლავს გულის წასვლის ინტენსიური გრძნობა.  სახეზე წამოხურება ხელის მიდებითაც შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, ასევე ზოგჯერ აღინიშნება სახეზე ძლიერი სიწილე.

ალების ინტენსივობა და რაოდენობა განსხვავებულია, შესაძლებელია განვითარდეს კვირაში რამოდენიმეჯერ, ან ყოველ რამოდენიმე წუთში დღის განმავლობაში.

ალები ქალებს ეწყებათ მენოპაუზამდე რამოდენიმე წლით ადრე და გრძელდება წლების განმავლობაში, თუმცა ქალების ნაწილს საერთოდ არ უვითარდება.  ალები უფრო ძლიერად და ხშირად ხდება ცხელ ამინდებში და დახუთულ გარემოში.

ალების ინტენსიურმა გამოვლინებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის პრობლემები (ინსომნია), მოქმედებს გუნება-განწყობაზე, აუარესებს მას, ასუსტებს კონცენტრაციას. თუ ალები ხდება ღამე ძილის დროს, მას ღამის ოფლიანობას ეძეხიან, ღამის ოფლიანობა შეიძლება არსებობსდეს მარტო ალების გარეშე, ვინაიდან ღამე ესტროგენების კონცენტრაცია ისედაც ნაკლებია.

ალების ორი ფორმა არსებობს: სტანდარტული და ნელი. სტანდარტულის დროს წამოხურება ხდება სწრაფად, ერთბაშად – წუთის განმავლობაში. ხოლო ნელის დროს ნელა სუსტად გამოხატულია და გრძელდება 30-60 წთ.

ალების მკურნალობას წარმოადგენს ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპია, თუმცა ჰორმონების მიღებამ შესაძლოა ბევრი გვერდითი ეფექტი – გართულება ჰქონდეს: მკერდის კიბო,  დემენცია, ინსულტი და ა.შ. ამიტომ მათ ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.  თუ სიმპტომები ძლიერია, ამ შემთხვევაში სასურველია მცირე რაოდენობით ესტროგენების მიღება.

ზოგ შემთხვევაში სამკურნალოდ იყენებენ იზოფლავონებს (წითელი პიგემენტის შემცველი მცენარეები, რომლებიც შეიცავენ ფიტოესტროგენებს.).  თუმცა ასეთ მცენარეებში ფიტოესტროგენების კონცენტრაცია  მკვეთრად დაბალია ამიტომ მათი გამოყენების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ალები შეიძლება მამაკაცებშიც განვითარდეს.  რაც ტესტოსტერონის დაბალ დონეს ან დაბნეულობაზე მიუთითებს. ალები ასევე დამახასიატებელია პროსტატის კიბოსთვის და  სათესლეების კიბოსთვის.