დიფალია

დიფალია – პენისის გაორება.

დიფალია – თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც ბავშვს აღმოჩნდება ორი პენისი. ეს უიშვითესი პათოლოგიაა და მისი პირველი აღწერიდან (1609 წელი, შვეიცარიელი ექიმის იოჰანეს იაკობ ვეკეს – Johannes Jacob Wecke მიერ) სულ 100 შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ჩვეულებრივ დიფალია თან ახლავს სხვა ანომალიებიც, როგორებიცაა თიკმლების, ხერხემლის, ნაწლავური, ანორექტალური გაორებები. ასეთ ბავშვებს ხშირად აქვთ ხერხემლის გაყოფა (spina bifida) და ინფექციებისადმი ნაკლები მდგრადობა, შესაბამისად, სიკვდილიანობა მათში ძალიან მაღალია.

ითვლება, რომ დიფალია ნაყოფში ყალიბდება მუცლადყოფნის პერიოდში ტრავმების, ქიმიკატების გავლენით, ან ჰომეობოქსური გენების მუშაობის დარღვევის შედეგად.

დიფალიის მქონენი, როგორც წესი, უშვილოები არიან სხვა თანმხლები ანომალიების გამო და/ან სქესობრივი აქტის ჩატარების სიძლნელის გამო. სხვადასხვა კომბინაციით შარდი შეიძება გამოდიდეს ორივე პენისიდან, ერთ მათგანში, ან დამატებით შორისში არსებული ხვრელიდან.

არსებულ ორ პენისს შორის მანძლი შეიძლება იყოს ძალიან მცირე, ანუ ჰქონდეთ საერთო დასაწყისი და შემდეგ იყოფოდეს, ან ორი დამოუკიდებელი ორგანო იყოს. უმეტესად, ეს ორი პენისი მდებარეობს გვერდიგვერ და არის ერთნაირი ზომის. თუმცა შეიძლება ზომებიც იყოს განსხვავებული და მდებარეობაც.

არჩევენ ჭეშმარიტ და ფსევდოდიფალიას. ჭეშამრირია, როცა ორივე პენისს აქვს დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული მღიმოვანი და ღრუბლისებრი ნივთიერებები და ურეთრა. ფსევდოდიფალიად ითვლება შემთხვევა როცა მღიმოვანი სხეულებიდან მხოლოდ ერთია განვიტარებული, ურეთრა არ გადის პენისზში, გადის „ბრმა“ ურეთრა და ა.შ.