სქესობრივი დისმორფიზმი

სქესობრივი დისმორფიზმი არის განსხვავება მდედრობით და მამრობითი ორგანიზმებს შორის, რომელიც გამოხატულია ფენოტიპურად(გარეგნული მახასიატებლებით).  სქესობრივი დისმორფიზმის მაგალითებია: მდედრებს და მამრებს შორის ზომაში, მორფოლოგიაში სხვაობა. გარეგნული იერსახის სხვაობა, ქცევით სხვაობა.

სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები შეიძლება განსხვავდებოდნენ ფერითაც. მაგ. ფრინველები და რეპტილიები.

ადამიანის შემთხვევაში ძირითადი სხვაობა არის პირველადი და მეორადი სასქესო ნიშნებით გამოხატული. მამაკაცებს გააჩნიათ პენისი, სათესლე ჯირკვლები. ქალებს საშვილოსნო, საშო, საკვერცხეები, სარძევე ჯირკვლები.

მეორად სასქესო ნიშნებში მოიაზრება ცხიმის გადანაწილება, კუნთოვანი ქსოვილის განვითარების თავისებურებები, თმიანობის განსხვავება და ა.შ.

მამაკაცები ზოგადად უფრო მაღლები და დიდები არიან ვიდრე ქალები, უკეთ აქვთ კუნთოვანი ქსოვილი გამოხატული, სხეულზე მეტად გამოხატული თმიანობა, ქალებს ნაკლები კუნთები, ნაკლები თმიანობა, მეტი ცხიმი. ცხიმი უმეტესად გადანაწილებულია დუნდულოების მიდამოში. მამაკაცების შემთხვევაში კი მუცლის მიდამოში.

არსებობს სახეობები, რომელთა წარმომადგენლებშიც მდედრები ზომით უფრო დიდები არიან ვიდრე მამაკაცები:  მწერები, ობობები, თევზის მრავალი სახეობა, რეპტილიები, ძუძუმწოვრების ზოგიერთი სახეობა – მაგ.  ლაქებიანი აფთარი და ცისფერი ვეშაპი.

სქესობრივი დისმორფიზმი რომელიც გამოიხატება ფსიქოლოგიური და ქცევითი სხვაობებით უმეტესად განპირობებულია ადამიანის ჰორმონებით, კერძოდ სასქესო სტეროიდების ანდროგენების და ესტროგენების არსებობით ორგანიზმში.  ჰორმონების მოქმედებას  ადამიანის სქესობრივი თავისებურებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელობა აქვს როგორც დაბადების შემდეგ ცხოვრების განმავლობაში ასევე მუცლადყოფნის პერიოდში.