საშოს ph

საშოს მჟავიანობა ქალებში ცვალებადობს 3,8 დან 4,4-მდე. ამას უზრუნველყოფს რძის მჟავა, რომელიც ლაქტობაქტერიების მიერ წარმოიქმნება.

მჟავა გარემო ანადგურებს პათოგენურ ბაქტერიებს. როცა ph იცვლება და მჟავიანობა ქვეითდება, იქმნება პირობით პათოგენური ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემო და ისინი მრავლდებიან, მაგ, გარდნერელა და კანდიდა.

მომატებული მჟავიანობა კი მიუთითებს ვაგინალური ინფექციის განვითარების რისკის მომატებაზე.

მჟავიანობის ცვლილება (დისბაქტერიოზი საშოში) გვხვდება ნებისმიერ ასაკში და ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ის შესაძლოა უშვილობის ან ორსულობის არასახარბიელოდ დასრულების მიზეზი გახდეს.

დაბინძურებული ეკოლოგია, სტრესი და დაქვეითებული იმუნიტეტი ორგანიზმის ბუნებრივ ძალებს აქვეითებს. გარდა ამისა, არის რიგი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ph ცვლილებას:

  • არასწორი ინტიმური ჰიგიენა: ვაგინალური შხაპი, შეუფერებელი საპნების გამოყენება, საშოს და საშოს შესავლის ზედმეტად ხშირი დაბანა და ა.შ;
  • ანტიბიოტიკების რეგულარული და უკონტროლი მოხმარება;
  • ნაწლავების დისბაქტერიოზი;
  • კონტრაცეფციის ზოგიერთი მეთოდი: საშვილოსნოს სპირალი, პრეზერვატივი ანტიბაქტერიული საცხით, კონტრაცეფციის გარეგანი საშუალებები;
  • ენდოკრინული ძვრები ორგანიზმში: მენსტრუაცია, ორსულობა, მენოპაუზა.

Ph ცვლილებებს აქვს დამახასაითებელი სიმპტომატიკა:

  • უხვი, სხვადასხვა ხასიათის გამონადენი;
  • თევზის, ან სხვა რაიმე უსიამოვნო სუნის გამონადენი;
  • ქავილი და/ ან წვა საშოში;
  • ტკივილი.

Ph გაზომვა არის რეგულარული ტესტი. თუ ქალი ორსულადაა ტესტირება ხდება კვირაში ორჯერ. თუ არ არის ორსულად, თვეში 1-2-ჯერ ტესტირება სრულებით საკმარისია.