კვება და ტესტოსტერონის დონე

ადამიანის კვებას ძალიან დიდი მნიშევნელობა აქვს ყველაფერში, მათ შორის არის მჭიდრო კავშირი ტესტოსტერონის დონეთანაც. ზოგიერთი სახეობა საკვების ზრდის ტესტოსტერონის, ზოგი კი ესტროგენების დონეს.

დავიწყოთ ალკოჰოლური სასმელებით. მცირე დოზით ალკოჰოლი იწვევს ჰორმონების გამოთავისუფლების სტიმულირებას.

სუფთა, ან განზავებული ეთილენი – არაყი, სპირტი, აგრეთვე სპირტისშემცველი სასმელები, რომლებიც მიიღებიან ყურძნისგან, გარგარისგან, თუთისგან და ა.შ. ნატურალური ღვინო, კონიაკი, სახლში გამოხდილი არაყი, ჭაჭა – ასტიმულირებენ ტესტოსტერონის დონეს ზრდას. გარდა ამისა, ლუდში დამატებული სვია იწვევს ტესტოსტერონის სინთეზის დათრგუნვას.

განსახვავებული სიტუაციაა უშუალოდ საკვებში. მნიშვნელოვანია მიღებული საკვების ხარისხი. ცხოველური ცილები სრულფასოვანია და შეიცავს ყველა აუცილებელი ამინომჟავას, მცენარეული წარმოშობის ცილებისგან განსხვავებით. ამიტომაც მამაკაცისთვის აუცილებელია ხორცი და რაც ნაკლები იქნება მასში ცხიმი, მით უკეთესი.

საინტერესო ფაქტია, რომ ისტორია ზემოთ ხსენებული ხორცის საჭიროების კარგი ილუსტრაციაა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაძე დიდი იმპერიები ხორცისმჭამელი ხალხის შექმნილია. მაგ, ჩინგიზ-ხანის იმპერია, რომლის მეომერსბიც მხოლოდ ხორცით იკვებებოდნენ.

თევზეულთან და ზღვის პროდუქტებთან საქმე შედარებით რთულადაა. ერთის მხრივ, თევზეული შეიცავს თუთიას და მამაკაცის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს. მეორეს მხრივ, კი თევზის ხორცი არ შეიცავს სრულფასოვან ცილებს. ამასთან ერთად, ზღვის ზოგიერთ პორდუქტს ტესტოსტერონის დონის მომატებაში კონკურენტი არ ჰყავს, მაგ, ზოგიერთი ზვიგენის ხორცი.

ვეგეტერიანელებისთვის ცილების მიღების ერთ ერთი ყველაზე ხშირი გზა არის მარცვლეული, რომლებიც შეიცავენ ფიტოესტროგენებს – ქალის სასქესო ჰორმონების მსგავს ნაერთებს. ყველაზე ჭარბად მაინც სოიოშია აისინი, ამიტომაც მამაკაცებისთვის პოტენციის და ლიბიდოს თვალსაზრისით მისი ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული. იგივე შეიძება ითქვას ნახევარფაბრიკატებზე, მაგ, ძეხვზე, რომელშიც ხშირად სოისო დიდი რაოდენობაა გამოყენებული.

და ბოლოს, ტესტოსტერონის დონის ნორმაში შენარჩუნებისათვის მამაკაცის კვება უნდა იყოს ბალასირებული. შეიცავდეს სრულფასოვან ცილებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. მათ შორის ვიტამინი A, ვიტამინი B, ვიატმინი C, თუთია და სელენი ყველაზე მნიშვნელოვანია ტესტოსტერონის გამომუშავებისთვის.