საშვილოსნოს არქონის შური

მამაკაცების ნაწილში ქალის ბიოლოგიური ფუნქციები, საზოგადოებრივი როლი და სასქესო ნიშნები იწვევს შფოთვას და გამუდმებით უარყოფით განცდას იმ მიზეზით, რომ თავად არ აქვთ საშვილოსნო,  საშო და არ შეუძლიათ  ორსულობა მშობიარობა, ლაქტაცია და ა.შ. საშვილოსნოს შური ადამიანის ფსიქოსექსუალურ განვითარებაში დაახლოებით იგივეა რაც ქალებისთვის პენისის შური.   საშვილოსნოს ქონის შური წარმოადგენს მამაკაცის ქალურობის კომპლექსს.

კაცების მიერ განცდილი შფოთვა საშვილოსნოს არქონის გამო გაცილებით ძლიერია ვიდრე ქალების პენისის შური, ვინაიდან კაცისთვის უფრო მეტი და დიდი დანაკლისი არსებობს (საშოს, საშვილოსნოს და მკერდის სახით) ვიდრე ქალისთვის. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება საშვილოსნოს, საშოს, შვილოსნობას, ორსულობას, მკერდს, ძუძუთი კვებას და ა.შ.

საშვილოსნოს არ ქონის შური განპირობებულია მამაკაცის ქვეცნობიერში იმის განცდით, რომ ქალს გააჩნია დიდი უპირატესობები  რეპროდუქციულ შესაძლებლობებში. ამის აღიარება კი იწვევს ძლიერ შფოთვას მამაკაცებში.

მამაკაცებში არსებობს საშოს არ ქონის შურიც რაც განპირობებულია სურვილით მათაც შეეძლოთ მშობიარობა, მოშარდვა ისეთ ძლიერი ნაკადით, როგორითაც ქალებს შეუძლიათ, მასტურბაცია იმ ტექნიკით რაც ქალებს და ა.შ.

ეჭვიანობის და შურიანობის ასეთმა ფორმებმა მამაკაცებში შეიძლება გამოიწვიოს ქალშმოძულეობა და ნევროზული სტილის ქცევები.