ძილისას განცდილი ორგაზმი ქალებში

ღამის ემისიები და ორგაზმი ძილისას ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა მამაკაცებისთვის.  მამაკაცების 80 % ზე მეტს მაინც განუცდია ორგაზმი ძილში ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ხოლო ქალებში ეს მოვლენა არცთუ გავრცელებულია, თუმცა მაინც არსებობს.  ალფრედ კინსის მიხედვით თითქმის ქალების 40 % განიცდის ორგაზმს ძილში არა რეგულარულად.  ამ მოვლენის დაწყების პირველ პერიოდად ქალები 13  წლის ასაკს აღწერენ.  ორგაზმს ძილში საშუალოდ ქალები განიცდიან წელიწადში რამდენჯერმე.  

უმეტეს შემთხვევაში ძლიში ორგაზმი ქალებისთვის ასოცირებულია ეროტიულ სიზმართან და გაღვიძება ორგაზმის განცდასთან არის ასოცირებული.

ქალების დიდი ნაწილი არ განიცდის ორგაზმს ძილში ან არ იცის ამის შესახებ, როგორც ზემოთ ხსენებული, ასევე ეს ორი მდგომარეობაც აბსოლიტურ ნორმად ითვლება.

მამაკაცების 70 % მა არ იცის, რომ ქალებს შეუძლიათ ძილში ორგაზმის განცდა.

ქალების დაახლოებით 5 % პირველ ორგაზმს განიცდის ძილში.

ძილში განცდილი ორგაზმი როგორც წესი ასოცირებულია ძლიერ სიამოვნების განცდასთან.

საუკუნეების წინ ძველ ბერძნებმა აღწერეს პირველად ქალის ორგაზმი,  ღამის ემისიებთან, სპერმატორეასთან და მასტურბაციასთან ერთად პატოლოგიურ მდგომარეობებად და მიუღებელ ქცევად იყო შერაცხული დიდი ხნის განმავლობაში (XX საუკუნის დამდეგამდე), თუმცა ადამიანი ოდითგანვე აცნობიერებდა მათ ფიზიოლოგიურ წარმოშობას.