მედიკამენტური აბორტი სახლში?!

მედიკამენტოზური აბორტი მედიცინაში საკმაოდ ცნობილი მეთოდია.

https://geosexmd.com/2012/07/05/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98/

ბევრი ადამიანი, როცა მედიკამენტოზური აბორტის შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობს, რომ ეს არის შედარებით დამზოგველი და მარტივი მეთოდი, შესაბასმისად ჩნდება სურვილი, ეს გაკეთდეს სახლის პირობებში. როცა არ გჭირდება არც ექიმი, არც ავადმყოფობის ისტორია, არც „ზედმეტი“ ფულის ხარჯვა და ბოლოს და ბოლოს, ამას ვერავინ იგებს.

ყველა თვლის, რომ დალევს ამ „ჯადოსნურ“ აბს და ყველაფერი მოგვარდება. ამიტომაც იწყება ამ აბების სახელის კვლევა-ძიება და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. თუმცა სააფთიაქო ქსელში არც რეცეპტით და არც ურეცეპტოდ ეგ მედიკამენტბი არ გაიცემა, მაინც ახერხებს დანირეტესებულთა რაღაც ნაწილი ამ აბების შოვნას.

სინამდვილეში კი მედიკამენტოზური აბორტი არც ისე უსაფრთხო ღონისძიებაა. საიმედოც და უსაფრთხოც ის მაშინაა, როცა მას აკეთებს და მეთვალყურეობს კვალიფიციური ექიმი. საქმე იმაშია, რომ მედიკამენტებით ორსულობის შეწყვეტას აქვს უამრავი უკუჩვენება. მაგ, არ შეიძლება მისი გამოყენება იმ ქალებში, რომელთაც აქვთ საშვილოსნოზე პოსტოპერაციული ნაწიბური (ნაკეისრალი ქალი) და სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადების მქონე ქალები. ვინაიდან ანთებით დაავადებებზე რიგითმა ქალმა შეიძლება არც იცოდეს, რადგან ხშირდა ისინი უსიმპტომოა, მედიკამენტური აბორტის წინ უნდა ჩატარდეს ყველა სათანადო კვლევა.

გარდა ამისა, ამ მეთოდის დროს გამოყენებული მედიკამენტებს აქვთ სერიოზული გვერდითი ეფექტები, რაც ქალის სიცოცხლეს უქმნის უდიდეს საფრთხეს. მაგალითისთვის გამოდგება ყველაზე ხშირი გართულება – ძლიერი სისხლდენა, რომელიც გამოვლენისთნავე საჭიროებს კვალიფიციურ ჩარევას. აღსანიშნავია, რომ ქალი მედიკამენტური აბორტის გაკეთების სემდეგ მთელი თვე არ უნდა გავიდეს ქალაქიდან, სადაც აბორტი გაიკეთა, რადგანაც ამ პერიოდში მას ნებისმეირ დროს შეიძლება დაეწყოს სისლხდენა.

და ბოლოს, ეს მედიკამენტები არ იყიდება აფთიაქებში, თუკი ვინმე იყიდის კონკრეტული პიროვნებისგან, არ უნდა გამოიყენოს, რადგან შესაძლოა საუბარია ხელნაკეთ წამალზე, დაძველებულ მედიკამენტზე, ან სულ სხვა აბზე, რაც თითოეული მომხმარებლის სიცოცხლეს დააყენებს რისკის ქვეშ.

გაითვალისწინეთ და დაიმახსოვრეთ, რომ მედიკამენტური აბორტი კეთდება მხოლოდ კლინიკაში და მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.