შემთხვევითი სექსი

შემთხვევით სქესობრივი კავშირები მრავალ პარტნიორთან გავრცელებული იყო და არის  თითქმის ყველა კულტურაში და დროში. ის გულისხმობს ერთჯერად სექსს  არა მუდმივ პარტნიორთან. მის სინონიმად მოიხსენიებენ ერთი ღამის სექსსაც.  ეს ფენომენი დღეისთვის მეტად  გავრცელებულია განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით იქ სადაც სექსუალური უფლებები დაცულია.  მიჩნეულია, რომ შემთხვევით სქესობრივი კავშირების რაოდენობა განვითარებულ ქვეყნებში ქალებისთვის და მამაკაცებისთვის თითქმის თანაბარია.

საშუალოდ ავსტრიელ მამაკაცებს ჰყავთ ყველაზე მეტი სექსუალური პარტნიორი ცხოვრების განმავლობაში, მამაკაცებს შორის  რაც 30 პარტნიორს  უდრის, ხოლო ქალებს შორის ყველაზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს ახალ ზელანდიელ ქალებს, თითოს საშუალოდ 20 სექსუალური პარტნიორი ცხოვრების განმავლობაში.

როგორც წესი მამაკაცებს მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ, ვიდრე ქალებს, თუმცა გამონაკლისს ახალი ზელანდია წარმოადგენს.

2005 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით  ადამიანებს საშუალოდ ჰყავთ ცხოვრების განმავლობაში 9 სექსუალური პარტნიორი, თურქეთში ეს რიცხვი 14 -ს უდრის, ავსტრალიაში კი 13 -ს.  ინდოეთი და ჩინეთი საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან  საშუალოდ 3 პარტნიორი ჰყავთ.

გათხოვილი ქალების უმეტესობა აცხადებს, რომ  მეუღლის ერთგულია და სხვა სექსუალური პარტნიორი არ ჰყავთ. გაუთხოვარი ქალების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში ქალების 45-55 % ერთხელ მაინც ჰქონიათ  სქესობრივი კავშირი ქორწინების მიღმა, მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 60 % -ს აჭარბებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ადამიანებს შემთხვევით სქესობრივი კავშირები წინაპართაგან გენეტიკურად მოსდევთ. ცხოვრების ასეთი სტილი ადამიანებს უზრდიდათ გამრავლების შანსს, ქალებს იმის საშუალებას აძლევდა აერჩიათ შვილისთვის საუკეთესო მამა, ხოლო მამაკაცებისთვის იყო შესაძლებლობა ჰყოლოდათ მრავალი შვილი.

კაცობრიობა თავისი განვითარების პერიოდის დიდ ნაწილში  ცხოვრობდა მრავალი სქესობრივი პარტნიორის გარემოცვით და ხშირი შემთხვევით სქესობრივი კავშირებით.  ცხოვრების სტილის შეცვლა მკვეთრად განაპირობა სხვადასხვა რელიგიების გავრცელებამ.

ცხოველთა სამყაროში მონოგამური ურთიერთობები უმეტესად დაცული არ არის, განსხვავებას წარმოადგენს ფრინველების ნაწილი.

რაც შეეხებათ პრიმატებს, მათაც ახასიათებთ პარტნიორების მრავალფეროვნება.   შიმპანზეები და ბონობოები ცხოვრობენ ჯგუფებად, რამოდენიმე მდედრი და რამოდენიმე მამრი. ერთ მაიმუნს ჰყავს რამოდენიმე სქესობრივი პარტნიორი.  ბონობოებში სოციალური კონფლიქტების მოსაგვარებლადაც იყენებენ სქესობრივ კავშირებს.