პენისის არქონის შური

ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის თანახმად გოგონებს აქვთ გამოხატული ეჭვიანობის/შურის რეაქცია რაც განპირობებულია პენისის არქონით.   ქალები ბავშვობის რაღაც ეტაპზე აანალიზებენ, რომ მათ არ აქვთ პენისი, რაც განაპირობებს სქესის და სექსუალურ იდენტურობას. ასევე ბიჭები ხვდებიან რომ ქალებს არ აქვთ, ამიტომ უვითარდებათ კასტრაციის შიში.

ფროიდის ფსიქოსექსუალური განვითარების თეორიის მიხედვით განვითარების  3,5 -6 წლებში დგება ფალოსური ეტაპი, რომლის დროსაც ბავშვი კონცენტრირებულია საკუთარ გენიტალიებზე, სწავლობს დეფეკაციის, მოშარდვის შეკავებას და ბოლომდე კონტროლს. ამ ეტაპზე ხდება მთელი რიგი ფსიქოსექსუალური პროცესები, რომელიც გამოიხატება ბიჭებში ოიდიპოსის კომპლექსით, ხოლო გოგონებში ელექტრას კომპლექსით.

ფროიდი პენისზე ეჭვიანობის განვითარებას შემდეგნაირად ხსნის:

  •  გოგონას უჩნდება პირველი სექსუალური იმპულსი დედის მიმართ.
  • ხვდება რომ მასთან ჰეტეროსექსუალური კავშირის დამყარება შეუძლებელია, ვინაიდან არ აქვს პენისი.
  • უჩნდება პენისის ქონის სურვილი, რაც ასევე ასოცირებულია სიძლიერესთან და ძალაუფლებასთან.
  • უჩნდება სექსუალური სურვილები მამის მიმართ.
  • საკუთარ პენისის არქონას აბრალებს დედას.
  • უჩნდება სურვილი, რომ თვითონ დაიკავოს დედის ადგილი და იყოს მამასთან.
  • გოგონა აცნობიერებს, რომ თუ ის მოიქცევა „ცუდად“  დაისჯება
  • შემდეგ უჩნდება თავდაცვის მექანიზმი ჩანაცვლება, რისი მიხედვითაც, საკუთარ სექსუალურ სურვილებს  მამის მიმართ, ანაცვლებს ზოგადად კაცების მიმართ სურვილით.

გოგონებში პენისის არქონის პრობლემა შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულობაშიც რაც ცვლის მათ ქცევას მომავალში.  თუმცა ქალების უმეტეს ნაწილში ფსიქოსექსუალური განვითარების პალოსურ სტადიაზევე გადაწყდება და გვარდება პენისის არ ქონა და მამის მიმართ ლტოლვა  ქრება.

მსგავსი პროცესები ვითარდება ბიჭებშიც, ოღონდ მათ უჩნდებათ და მიჰყვებათ კასტრაციის შიში, ხოლო დედის მიმართ სექსუალური იმპული ნაცვლდება ქალების მიმართ ლტოლვით.