სექსუალური იდენტობა

სექსუალური იდენტურობა ნიშნავს ადამიანის სექსუალურ და რომანტიულ დამოკიდებულებას, რომელიმე სქესის მიმართ. სექსუალური იდენტურობა ჰგავს სექსუალურ ორიენტაციას, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სექსუალური იდენტურობის დროს მნიშვნელოვანია ადამიანს რა კონცეფცია აქვს საკუთარი თავის მიმართ, ანუ როგორ  თვლის საკუთარ თავს, სექსუალური ორიენტაცია განსაზღვრავს სექსუალურ ფანტაზიებს, ასევე რომელ სქესთან ურჩევნია ადამიანს სქესობრივი კავშირის დამყარება, ხოლო სექსუალური ქცევა კიდევ უფრო განსხვავებული ცნებაა, ის გამოხატავს რეალურად როგორ იქცევა ადამიანი და რომელი სქესის წარმომადგენელთან აქვს სექსი. სექსუალური იდენტურობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს სექსუალურ ორიენტაციას, ასევე შესაძლებელია  ამ ორგივესგან განსხვავებული იყოს სექსუალური ქცევა.

მაგ. მამაკაცს ხიბლავს მამაკაცები უფრო მეტად ვიდრე ქალები, მაგრამ თავს მიიჩნევს ბისექსუალად და სექსი აქვს ქალებთან.

მეოცე საუკუნის დამდეგს ჩატარებული კვლევების მიხედვით, მამაკაცების 36 % ხოლო  ქალების 16 % აღნიშნავდა, რომ გააჩნდათ რაღაც დონეზე ჰომოსექსუალური იდენტურობა, თუმცა ჰომოსექსუალების რაოდენობა თთქმის ყველა საზოგადოებაში მიახლოებულია 3-4 % თან, ეს წილი როგორც წესი სტაბილურია.