ტყუპების ფენომენი

ბავშვებს, რომლებიც იბადებიან მრავალნაყოფიანი ორსულობის შედეგეად იბადებიან, არიან ტყუპები.

ორტყუპი ყველა ახალშობილის 2% შეადგენენ, ხოლო სამტყუპი ყველა ტყუპების 2%.

ტყუპები არის ორი ტიპის:

დიზიგოტური, არაიდენტური, ორი კვერცხიდან – ტყუპები იბადებიან ორი განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან. ამასთან ორი ან რამდენიმე კვერცხუჯრედის ერთდროული მომწიფება ხდება ერთ ან ორივე საკვერცხეში. შესაძლოა დიზიგოტური ტყუპების განვითარების კიდევ ერთი ვარიანტი: ერთ ფოლიკულში მომწიფებული ორი, ან რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება. საინტერესოა, რომ დიზიგოტური ტყუპების ჩასახვას შორის სხვაობა შეიძლება იყოს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. არაიდენტური ტყუპები ერთმანეთს იმაზე მეტად არ ჰგვანან, ვიდრე ჩვეულებრივი დები, ან ძმები. ასეთი ტყუპები თანაბარი სიხშირით არიან ერთნაირი ან განსხვავებული სქესისანი.

მონოზიგოტური, ერთი კვერცხიდან, იდენტური – ერთი კვერცხუჯრედიდან ვითარდებიან. ზოგოტა იწყებს გაყოფას, როგორც წესია, მაგრამ საინტერესო თავისებურებით. გაყოფის პროცესში წარმოიშობა ორი დამოუკიდებელი ემბრიონი. ამ პროცესის განვითარების მიზეზები ბოლომდე არ აქვს მეცნიერებას გარკვეული უჯრედების დაყოფის ბიოქიმიური პროცესების სირთულის გამო. ასეთი ტყუპები ფაქტიურად ერთმანეთის ასლები არიან, თუმცა უმნიშვნელო განსხვავებები არსებობს. რამეთუ საწყის ეტაპზე იდენტურ დნმ-ში შესაძლოა მოხდეს აბსოლუტურად განსხვავებული მუტაციები და ცვლილებები. მონოზოგოტური ტყუპები 5-ჯერ უფრო იშვიათია, ვიდრე დიზიგოტური. იდენტურ ტყუპებში პრევალირებს მამრობითი სქესი.

ცალკე თემაა სიამის  ტყუპები. ეს არის იდენტური ტყუპები, რომლებიც შეეზარდნენ ერთმანეთს სხეულის ერთი, ან ნაწილით. მიზეზი არის, ზიგოტის დაგვიანებული გაყოფა დამოუკიდებელ ემბრიონებად.

ტყუპების ჩასახვა ყოველთვის არ სრულდება მშობიარობით. ყოველ დაბადებულ ტყუპზე მოდის 10-12 ადამიანი, რომელსაც ჰყავდა ტყუპისცალი დედის საშვილოსნოში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დაიღუპა, ვერ განვითარდა და ა.შ.