გალაქტორეა

გალაქტორეა არის სარძევე ჯირკვლებიდან რძის დენა, რომელიც არ არის ასოცირებული ძუძუთ კვებასთან და მშობიარობასთან.   გალაქტორეა საკმაოდ გავრცელებულია ქალებს შორის, იშვიათია მამრობითი სქესის წარმომადგენლებში – გვხვდება ახალშობილებში.  გალაქტორეის უმეტესი შემთხვევა არ არის საშიში სამედიცინო მდგომარეობით გამოწვეული, თუმცა შესაძლოა იყოს საპირისპიროც.

გალაქტორეა შემთხვევათა ნაწილში ასოცირებულია ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ, რილიზინგ ჰორმონების და  პროლაქტინის მომატებასთან. თუმცა შემთხვევათა 50 % ში ვერ ხერხდება გამომწვევი მიზეზის დადგენა.

გალაქტორეა მკერდის კერტების სტიმულაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

ქალების  5-32 % ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია გალაქტორეა (შვილოსნობასთან არა ასოცირებული რძის დენა).

ლაქტაციისთვის საჭიროა ესტროგენების, პროგესტერონის და პროლაქტინის გარკვეული დონე სისხლში . ამ ჰორმონების მომატება და გალაქტორეა შეიძლება გამოიწვიოს  სხვადასხვა წამლებმა და საკვებმაც კი.  მაგ. მეთილდოპა, ოპიატები, ანტიფსიქოზურები, სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ა.შ. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს სტრესმა, მკერდის, გულმკერდის ზედაპირის სტიმულაციამ.  გალაქტორეა შესაძლოა დაფიქსირდეს ორსულობაში, ჰიპოფიზის ადენომის დროს, ასევე ჰიპოთიროიდიზმის დროს.   ადენოჰიპოფიზის ადენომებს შორის გავრცელებულია პროლაქტინომა, რომელიც იწვევს მენსტრუალური ციკლის შეწყვეტას, უნაყოფობას და გალაქტორეას. ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ამ დაავადებისა.

გალაქტორეა ზოგიერთი წამლის გვერდითი ეფექტია მაგ. მეორე თაობის  H2 რეცეპტორების ბლოკერები (ციმეტიდინი) . ასევე დოფამინის ანტაგონისტები იწვევენ პროლაქტინის დონის მატებას.

ახალშობილების მკერდიდან რძის დენა უმეტესად არ წარმოადგენს პრობლემას და გამოწვეულია დედის ჰორმონებით (პროლაქტინით და ესტროგენების ურთიერთქმედებით),  მკერდიდან სისხლის დენაც შეიძლება გამოვლინდეს ახალშობილებში, რაც სადინრების განვითარებითაა გამოწვეული და  საშიშ მდგომარეობას არ წარმოადგენს.