სიტუაციური სექსუალური ქცევა

სიტუაციური სექსუალური ქცევა არის, სხვადახვა გარემო ფაქტორებით და მდგომარეობით გამოწვეული სექსუალური ქცევის ცვლილება,  ანუ ადამიანის სექსუალური ქცევა შესაძლოა გარკვეულმა ფაქტორებმა დააბრკოლონ, წაახალისონ, ან გამოიწვიონ მისი ცვლილება.  სიტუაციური სექსუალური ქცევის მაგალითია მაგ. ადამიანი შეიძლება არ დადიოდეს მეძავებთან საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ როდესაც მოხვდება სხვა ქვეყანაში, ჰქონდეს მეძავებთან სექსი, იმის გამო რომ იქ შეიძლება იყოს ლეგალური, არ ითვლებოდეს ამორალურად, არ არსებობდეს სხვა ფსიქოლოგიური წნეხი და ა.შ.  ასევე სიტუაციურად ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჰომოსექსუალური კავშირები, თუმცა მისი სექსუალური იდენტურობა იყოს ჰეტეროსექსუალური.

სიტუაციური სექსუალური ქცევაა ისიც როცა  სტუდენტებს აქვთ ბისექსუალური კავშირები, ოღონდ მხოლოდ ერთ გარემოში და ერთი პერიოდის განმავლობაში, ასევე ხშირია თინეიჯერ გოგონებს შორის ჰომოსექსუალური კავშირები.

ექსპერიმენტაციული სექსუალური ქცევა ცოტა განსხვავებული ცნებაა, ძირითადად გვხვდება არა სიტუაციურად, არამედ წინასწარ გამიზნულად ზრდასრულობის და შუა ხნის ასაკში.

Heteroflexibility – ამ ტერმინით აღნიშნავენ ადამიანის ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციას რომელსაც აქვს იშვიათად  ჰომოსექსუალური კავშირები.

BUG – ბისექსუალი უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

LUG – ლესბოსელი უნივერსიტეტის დამთავრებამდე.

სიტუაციური სექსუალური ქცევის ნაწილია  ისეთი მდგომარეობები როდესაც არა დასავცლურ ქვეყნებში  არსებობენ მამაკაცები ჰომოსექსუალური ორიენტაციით და სექსუალური იდენტურობით, მაშინ როცა მათი სექსუალური ქცევა არის ჰეტეროსექსუალური.