მამაკაცის სხეულის ფორმები

მამაკაცების სხეულის პროპორციებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წელის , მხრების გარშემოწერილობებს. მათი ერთმანეთთან მიმართება კი განისაზღვრება ინდექსით,  რომელიც მხრების და წელის გარშემოწერილობების ფარდობით მიიღება.

იმისთვის რომ მამაკაცმა განსაზღვროს საკუთარი სხეულის იდეალური პროპორციები, აუცილებელია პირველ რიგში წელის  იდეალური გარშემოწერილობის გაგება.

წელის გარშემოწერილობა საუკეთესო შემთხვევაში უნდა იყოს სხეულის სიგრძის 45-47 % რაც 170 სმ -იანი მამაკაცის შემთხვევაში საშუალოდ 78 სმ -ია.

მხრების იდეალური გარშემოწერილობა წელის იდეალურ გარშემოწერილობაზე 1,618 ჯერ მეტი უნდა იყოს. ანუ მას შემდეგ რაც გამოითვლება წელის იდეალური გარშემოწერილობა, რაც ხსენებული  შემთხვევის მაგალითზე 78 სმ-ია, მაშინ მხრების იდეალური გარშემოწერილობა იქნება 78 * 1,618 =  126 სმ.  მხრების და წელის გარშემოწერილობა სიმაღლის პროპორციულად იზრდება და მცირდება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელის და მხრების ფარდობის ინდექსით მხრების იდეალური  გარშემოწერილობის განსაზღვრას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ წელის გარშემოწერილობაა იდეალური.   ანუ, ადამიანი თუ არის 170 სმ . ხოლო  მისი წელის გარშემოწერილობა წონის სიმაღლის 60 %  ანუ  102 სმ ია ამას თუ გავამრავლებთ ინდექსზე * 1,618 იქნება 165 სმ. მისი მიღწევა კი ძალიან ძნელია და არც აქვს აზრი.

მხრების ისევე როგორც წელის გარშემოწერილობა ისაზღვრება მოდუნებულ მდგომარეობაში ამოსუნთქვის ფაზის დასრულებისას.

რაც შეეხება მხრების სიგანეს, საშუალოდ მამაკაცებში მისი სიგანე 43 -45 სმ-ია. ხოლო ათლეტებში მეტი.

მხრების სიგანის განსაზღვრა შემდეგნაირად ხდება. მოდუნებულ მდგომარეობაში მხრების კიდეების გასწვრივ კედელზე უნდა მოინიშნოს წერტილები, შემდეგ მათ შორის მანძილი უნდა გაიზომოს.  მხრების სიგანეში გაზმოვისას  სიზუსტეს და  ყოველ სანტიმეტრს დიდი მნიშვნელობა აქ, ვინაიდან 61 სმ სიგანის მხრები მსოფლიო დონის სპორცმენებს შორისაც კი  იშვიათა.

მხრების გარშემოწერილობის და სიგანის ფარდობა საშუალოდ არის  2,45.