უნაგირისებრი საშვილოსნო

სტატიასტიკის თანახმად ქალებში  საშვილოსნოს თანდაყოლილ მანკები შეადგენს არანაკლებ 0,5%. ასეთი ცვლილებების ნეგატიური შედეგი არის ის, რომ ისინი ხშირად არიან პირველადი უშვილობის, პათოლოგიური ორსულობების, მშობიარობისშემდგომი სისხლდენების, აგრეთვე საშვილოსნოშიდა განვითარების პერიოდში ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.

საშვილონოს განვიტარების ანომალიებს შორის ერთ ერთია უნაგირისებსრი საშვილოსნო (uterus arcuatus).

უნაგირისებრი საშვილოსნო საშვილოსნოს ანომალიების 20% შეადგენს საშუალოდ. ეს პათოლოგია ფორმირდება ემბრიონული განვითარების მე-10-14 კვირაზე. მუცელშიდა განვიტარების პროცესში საშვილონოს ორი ნიშით არის წარმოდგენილი, რომლებიც გაყოფილია სიგრძივი ტიხრით, რომელიც გოგონას დაბადებამდე გაიწოვება. თუკი ეს პროცესი რაიმე მიზეზით არ სრულდება, საშვილოსნოს ინარჩუნებს რაღაც დონეზე ჩადრეკილ ფორმას, რაც უნაგირისებრი საშვილოსნის სახელწოდებითაა ცნობილი. ამასთან საშვილოსნო სიგრძივ განაკვეთში ისეა გაფართოებული, რომ ფალოპის მილები ფაქტიურად ერწყმიან ერთმანეთს.

უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული პათოლოგია ხელს არ უშლის დაორსულებას. თუმცა თუკი მას თან სდევს განვიტარების სხვა მანკებიც, მაგ, საშარდე სისტემის ანომალიები, იქმნება სირთულეების თვითონ ორსულობის პროცესში.

უნაგირისებრი საშვილოსნო შერწყმა ვიწრო მენჯთან განაპირობებს ნაყოფის არასწორ განლაგებას საშვილონოს ღრუში, რაც თავის მხრივ ხდება გართულებული მშობიაროს და საკეისრო კვეთის მიზეზი. გარდა ამისა, ორსულობა შესაძლოა დასრულდეს მუცლის მოშლით, თუკი საშვილოსნოს ფსკერზე დამატებით არის ტიხარი.

აღსანიშნავია, რომ უნაგირისებრი საშვილოსნოს ქონა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ზემოთ ჩამოთვლილი გართულებების აუცილებლობას, ორსულობამაც და მშობიარობამაც შეიძლება ძალიან მშვიდად ჩაიაროს.