ორრქიანი საშვილოსნო

ორრქიანი საშვილოსნოს საშვილოსნოს განვითარების ანომალიაა, რომელიც გულიხსმობს საშვილოსნოს გაყოფას ორ რქად და მათ ერთ ღრუში შერწყმას.

უმრავლეს შემთხვევაში ორრქიანი საშვილოსნოს დროს არის ერთი ყელი და საშო, თუმცა შეიძება აღინიშნებოდეს შგნითა სასქესო ორგანოების შენების სხვა ზოგიერთი თავისებურებაც.

არის შემთხვევები, როცა ორრქიანი საშვილოსნო არის მუცლის მოშლის მიზეზი, თუმცა კი დამატებითი რისკების არ არსებობის პირობებში ორსულობა ძირითადად მიმდინარეობს ნორმალურად. დედისა და ნაყოფის კეთილდღეობისთვის მიღებულია საკეისრო კვეთის ჩატარება, რადგან ნაყოფის გადაადგილება სამშობიარო გზებში შეუძლებელია ტრავმატიზაციის გარეშე.

განვითარების ეს ანომალია ვიტარდება მუცელშიდა განვითარების პერიოდში და ხშირად შერწყმულია საშარდე სისტემის პათოლოგიებთან.

ორრქიანი საშვილოსნოს ძირითადად უსიმპტომოა და ეჭვის მიტანა მასზე შეიძლება მხოლოდ რამდენიმე სიმპტომით: დისმენორეა, ანომალური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები, უშვილობა, ნაყოფის ტარების შეუძლებლობა (სპონტანური აბორტები).

საქმე იმაშია, რომ ნაყოფის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის საშვილოსნოს არასამკარისი მოცულობა, რადგან ის ორად არის გაყოფილი ტიხრით.

ორრქიანი საშვილოსნოს დიაგნოსტირება ხდება ულტრაბგერითი კვლევით, ჰიდტეროსალპინგოგრაფიით, აგრეთვე ჰისტეროსკოპიითა და ლაპაროსკოპიით. ხშირად მცდარად ისმევა ორრქიანი საშვილოსნოს დიაგნოზი, მაშინ როცა აღინიშნება მისი შედარებით მსუბუქი ფორმა – უნაგირისებრი საშვილოსნო.

ორჯერ სპონტანური აბორტი ჩვენებაა საშვილოსნოს მთლიანობის ოპერაციული გზით აღდგენაზე.