საშვილოსნოს სპირალი

სპირალი – საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა.  კონტრაცეფციის ფორმაა,  რომელიც კრებითი სახელია და აერთიანებს სხვადასხვა მოწყობილობებს  რომლებიც შეიძლება მოთავსდეს საშვილოსნოში და უზრუნველყოფს  ორსულობისგან თავდაცვას.  სპირალი როგორც წესი T ს ფორმის მოწყობილობაა რომელიც შეიცავს ან ჰორმონს ან სპილენძს.

ძირითადად ორი სახის სპირალი გვხვდება ჰორმონული და არაჰორმონული,  ჰორმონული შეიცავს პროგესტინს (პროგესტერონის ანალოგია) ხოლო არაჰორმონული – სპილენძს.

სპირალი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული კონტრაცეფციის ფორმაა.   ის შვილოსნობას აფერხებს დროებით. ანუ მისი გამოყენების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია დაორსულება.

სპილენძის სპირალი – აქვს ლათინური T -ფორმა. თავსდება საშვილოსნოში და  სპილენძი უზრუნველყოფს საშვილოსნოში მოხვედრილი სპერმატოზოიდების მოძრაობის შეზღუდვას და ფიზიკურ დაზიანებას.   სპილენძი ბუნებრივი სპერმიციდია.

სპილენძის სპირალი საშვილოსნოში იწვევს ასევე პროსტაგლანდინების და სხვა ანთების მედიატორების აქტივაციას, ლეიკოციტების მიგრაციას  და ეს პროცესები დამატებით ბარიერებს ქმნის როგორც საშვილოსნოში ასევე ფალოპის მილებში, სადაც ნორმაში უნდა ხდებოდეს განაყოფიერება.

სპილენძის სპირალი ძირითადად 3,2-3,6 სმ-ია სიგრძეში და სიგანეში.

სპილენძის სპირალი შეიძლება შეიცავდეს ვერცხლს ან ოქროს რომლებიც უზრუნველყოფენ მისი მთლიანობის დაცვას.

სპილენძის სპირალის უპირატესობებია: შეიძლება გამოიყენებოდეს გადაუდებელ კონტრაცეფციაში (დაუცველი სექსიდან 5 დღემდე). ასევე არ არის ჰორმონული და შეიძლება გამოყენება ძუძუთი კვების დროს, აგრეთვე მალევე უბრუნდება ქალს შვილოსნობა მისი მოხსნის შემდგომ.

უარყოფითი მხარე ისაა რომ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის  პერიოდების გახანგრძლივება და სისხლის მოცულობის გაზრდა.

ჰორმონული  სპირალი არ შეიცავს სპილენძს, შეიცავს პროგესტინს.   არ იწვევს ძლიერ სისხლდენებს მენსტრუაციის დროს, პირიქით ამცირებს მას და მენორაგიის სამკურნალოდაც გამოიყენება.   ჰორმონული სპირალის გამოყენების დროს სისტემური (სისხლში) პროგესტერონის დონე  არის გაცილებით დაბალი ვიდრე  პროგესტერონის ორალური კონტრაცეპტივების გამოყენების დროს.

ჰორმონული სპირალი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო კონტრაცეფტიული საშუალებაა, ასევე ახასიათებს ხანგრძლივი მოქმედება.

ჰორმონული სპირალი -მირენა  პლასტიკური  T ფორმის მოწყობილობაა, რომელიც დღეში 20 მიკროგრამ პროგესტერონს გამოყოფს (5 წლის შემდეგ 14 მიკროგრამს).  მაშინ როცა ორალური კონტრაცეპტივები  ზოგჯერ მასზე 10 ჯერ მეტ ოდენობა პროგესტინს შეიცავენ.

ჰორმონული სპირალი მოქმედებს საშვილოსნოს ყელზე და ასქესლებს მის ლორწოვანს, ასევე  ახდენს ენდოთელიუმის (საშვილოსნოში) სუპრესიას (არახელსაყრელ პირობებს ქმნის იმპლანტაციისთვის),  ქალების ნაწილში თრგუნავს ოვულაციას,  სპერმატოზოიდის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს.

ჰორმოული სპირალი საშუალოდ 5-7 წელი ეფექტურია.

ჰორმონული კონტრაცეფციის დადებით მხარეებია:

  • ეფექტურობა
  • გამოიყენება ძუძუთ კვების დროსაც
  • გამოყენების სიმარტივე (არ საჭიროებს არანაირ მართვას სქესობრივი აქტის წინ).
  • ეფექტის შექცევადობა (მისი გამოყენების შეწყვეტის შემდგომ მალევე აღდგება შვილოსნობა).
  • ამცირებს მენსტურაციის რაოდენობას.

უარყოფით მხარეებია:

  • შეიძლება გამოიწვიოს მენტრუალური ციკლის დარღვევა;
  • მოთავსების შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის და წელის მიდამოში.

ეს უარყოფით მხარეები საზიაროა როგორც ჰორმონული ასევე არა ჰორმონული სპირალისთვის.

სპირალის გამოყენებამდე რეკომენდირებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამორიცხვის მიზნით მათზე ტესტირება. ინფექციების არსებობამ შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ანთებით დაავადებები, სპირალის გამოყენება ამ მდგომარეობის რისკს ზრდის.