ალერგია სექსზე

ქალების ნაწილი შესაძლებელია იყოს ალერგიული მამაკაცთან სექსის დროს.  ალერგია უპირატესად ვითარდება სპერმის ან პრეეაკულატის მიმართ.  ეს მდგომარეობა საკმაოდ იშვიათია და მისთვის დამახასიათებელია ანტისხეულების განვითარება სპერმაში ან პრეეაკულატში არსებული ცილების მიმართ. სექსის მიმართ ალერგიულობამ შესაძლოა შექმნას  ინტერპერსონალური ურთიერთობის გაუარესება პარტნიორთან, ჩამოაყალიბოს ფრუსტრაცია სექსის მიმართ, ასევე ხელი შეუშალოს წყვილს შვილოსნობაში.

სპერმის მიმართ ალერგიულობა შეიძლება გამოიხატოს, როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი სიმპტომებით: ქავილის, წვის შეგრძნება, სასირცხო ბაგეების და გენიტალიების შეშუპება, ასევე ზოგადი სიმპტომებიდან გულისრევა, დიარეა   მკერდში მოჭერის შეგრძნება, შეიძლება მოხრჩობის შეგრძნებაც კი გამოიხატოს.      მძიმე შემთხვევებში შესაძლოა იყოს  ანაფილაქსიური შოკისმაგვარი რეაქცია   რაც სისხლძარღვოვანი კოლაფსითაა გამოწვეული და მისგან ადამიანი დაიღუპოს.

როგორც წესი სიმპტომები სექსის დაწყებიდან 30 წუთის განმავლობაში აღმოცენდება, თუმცა შეიძლება იყოს გაცილებით დაგვიანებულიც. მაგ. ერთი დღის შემდეგ.

ალერგიული რეაქცია  შეიძლება გამოიხატოს  როგორც კონკრეტულოი,   ასევე ნებისმიერი სექსუალური პარტნიორის მიმართ.  ეს გამოწვეულია იმით, რომ ალერგია ყოველთვის უშუალოდ სპერმატოზოიდების  მიმართ არ არის, არამედ იმ კომპონენტებით რაც გადმოდის სისხლის პლაზმიდან.

სპერმის მიმართ ალერგიულობა უმეტესად ასოცირებულია ზოგად ალერგიულ ფონთან (მაგ. ალერგიული რინიტი – პოლინოზი, ასთმა, კანის ალერგიულობა და ა.შ.).  სიმპტომები შეიძლება არ აღმოცენდეს პირველივე სექსის დროს.

სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება და ხანგრძლივდება.

ალერგიის დიაგნოზამდე დიფ. დიაგნოზის გატარება აუცილებელია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან.

მკურნალობისთვის უმეტეს შემთხვევაში გამოიყენება პრეზერვატივით დაცული სექსი, როცა ეს არ არის ხელმისაწვდომი მაშინ ანტიჰისტამინურები, ადგილობრივი მოქმედების ნატრიუმის კრომოლინი გამოიყენება.