სექსოლოგია

სექსოლოგია მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სექსუალობას.   სექსოლოგია აერთანებს სხვადასხვა მეცნიერულ ველებს  და იყენებს მათზე დაფუძებულ ცოდნას.   სექსოლოგიის ძირითად შესწავლის ობიექტებს წარმოადგენს: სექსულური გავითარება(სქესობრივი მომწიფება),  სექსუალური ორიენტაცია, სექსუალური ურთერთბები, სქესობრივი აქტის მექანიზმი,  სექსუალობის შესწავლა სხვადასხვა ჯგუფებში და ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც ასოცირებულია სექსუალობასთან.  ასევე სექსოლოგების კვლევის საგანია სქესობრივი დარღვევები მაგ. ერექტიული დისფუნქცია.

 უფრო ზოგადად ადამიანის სექსუალობა და სექსოლოგია  მოიაზრებს  სექსუალურ ინტერესს, სექსუალურ ქცევას და ფუნქციას.

სექსოლოგიის შესწავლა მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო მეცნიერული კუთხით. თავიდან გერმანიაში აქტიურად მიმდინარეობდა ადამიანის სექსუალობის შესწავლა  მაგნუს ჰირშფელდის, ერნსტ გრაფენბერგის (რომლის სახელიც G წერტილს უკავშირდება) და სხვა მკვლევარების მიერ.    სექსოლოგიის შესწავლა თავიდან  მიმდინარეობდა გერმანიაში, თუმცა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს პროცესები შეჩერდა.  მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისევ განახლდა სექსოლოგიის შესწავლა  როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში. ამ დროისთვის იყვნენ ისეთი ცნობილი სექსოლოგები როგორიც არიან ალფრედ კინსი, მასტერსი და ჯონსონი და ა.შ.

80- იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც აივ- ინფექციამ ეპიდემიის და პანდემიის სახე მიიღო სექსოლოგიის შესწავლა გაძლიერდა ოღონდ უფრო სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციის განხრით.