პატარა ზომის კონდომი

თინეიჯერებს შორის სქესობრივი კავშირის დროს სტანდარტული პრეზერვატივის გამოყენება ზოგჯერ არაეფექტურია, რასაც არასასრუველი ორსულობის რისკის ზრდა მოჰყვება, შესაბამისად შვეიცარიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე  დაიწყო  შედარებით პატარა ზომის პრეზერვატივების წარმოება რომელთაც „ჰოთშოთებს“ უწოდებენ.

გამოიკითხა 1480 ადამიანი 10-20 წლის ასაკისა, რომელთა შორის 12-14 წლის მოზარდების დიდი წილი იყო სქესობრივად აქტიური. 

სტანდარტული კონდომის დიამეტრი 5,2 სმ -ია  ხოლო სიგრძე 19 სმ.  ჰოთშოთს დიამეტრი 4,5 სმ-ია, ხოლო სიგრძე იგივე.  კვლევის შედეგად  13-20 წლის ასაკის ბიჭების  25 % მიიჩნევს, რომ სტანდართული კონდომი არის დიდი ზომაში მათთვის.

მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ პატარა ზომის პრეზერვატივი უფრო ეფექტური დაცვის საშუალება იქნება  თნეიჯერებისთვის. ევროპის მრავალ ქვეყანაში თანხმობის ასაკი 16 წელია, თუმცა თუ პარტნიორებს შორის ასაკის სხვაობა 3 წელზე მეტი არ არის, სქესობრივი კავშირი არ ითვლება დანაშაულად.