ბაგჩეიზინგი (Bugchasing)

ბაგჩეიზინგი (ინგლ. Bugchasing – ნადირობა ხოჭოზე) – საკუთერი სურვილით შიდსით დაინფიცირება აივ-ინფიცირებულთან გაცნიბიერბულად დაუცველი სქესობრვი კონტაქტის ქონის გზით. ინგლისურ ენაში არსებობს შესაბამისი ტერმინი ბაგჩაიზერი (bugchaser ) – ხოჭოზე მონადირე და გიფგივერი (giftgiver ) – მჩუქებელი.

ბაგჩეიზინგი ახალი ფენომენია და კარგად შესწავლილი არ არის. ეს ფენომენი მეტი სიხშირით გვხვდება ჰომოსექსუალ მამაკაცებში, მაგრამ გვხვდება ჰეტეროსექსუალ ადამიანებშიც.

პირველა ბაგჩეიზინგის ფენომენს ყურადღება მიექცა 2003 წლის თებერვალში გრეგორი ფრიმანის სტატიაში „სიკდილის ძიებაში“, რომელიც მან გამოაქვეყნა ჟურნალ Rolling Stone. სტატიაში ფრიმანი აღწერდა ჰომოსექსუალი მამაკაცების სუბკლუტურას, რომლებშიც „ვირუსზე ნადირობა“ ანუ „საჩუქრის მიცემა“ გახდა ფეტიშის ერთ-ერთი ფორმა.

მოსკოვიჩმა (David Moskowitz) და როლოფმა (Michael Rolof) მოახდინეს ამ საკითხზე არსებული მონაცემების ანალიზი და გამოყვეს ბაგჩეიზინგის მიზეზების ოთხი ჯგუფი:

  1. სწრაფვა ეკუთვნოდე ერთიან „მიძღვნილთა საძმოს“, ვიდრე ჰომოსექსუალი მამაკაცების  ფრაგმენტულ ჯგუფს;
  2. თავდაცვის სურვილის არ ქონა და თავისუფალი სექსის სურვილი, ისე რომ არ გქონდეს შიდსით დაინფიცირების შიში. ასეთმა შეხედულებამ მიიღო დასახელება „დიაბეტის მეტაფორა“, რამეთუ ეს ადამიანები მცდარად ადარებენ შიდსს დიაბეტს და ამტკიბენ რომ დღევანდელი მედიცინა საშუალებას იძლევა იცხოვრო შიდსით წამლების საშუალებით, როგორც დიაბეტის შემთხევაშია;
  3. შიდსის არსებობის უარყოფა;
  4. მეოთხე ჯგუფში როლოფმა და მოსკოვიჩმა გააერთიანეს გეები, რომლებიც თვლიან, რომ შიდის ჰომოსექსუალური ცხოვრების ნაწილია და სურთ მალე დაინფიცირდნენ, რომ თავიდან აიცილონ შემთხევით დაინფიცირების გამუდმებული შიში.

სხვა მიზეზებს შორის შესაძლოა განხილული იყოს სიკვდილის სურვილი, საკუთარი უსუსურობის განცდისა და პარტნიორის განაჩენის გაზიარების სურვილი.