სექსუალური რეპრესიები

სექსუალური რეპრესია გულისხმობს მდგომარეობას, რომლის დროსაც  ხდება პრევენცია ადამიანის სექსუსლობის ექსპრესიისა.  სექსუალური რეპრესია ხშირად ასოცირებულია ადამიანში სექსუალურ აქტივობასთან დაკავშირებული სიცრხვილის  ან დანაშაულის გრძნობის გამოწვევასთან.  სექსუალური რეპრესიის შექმნაში მონაწილეობს სხვადასხვა კომპონენტები და მიზეზები, რომლებიც  განსხვავებულ მდგომარეობაში განსხვავებულია, ვარირებს კულტურის და იმ საზოგადოებაში არსებული მორალური ღირებულებების და სისტემის შესაბამისად რომელშიც იმყოფება ადამიანი.   სხვადასხვა  რელიგიები ხშირად სექსუალური რეპრესიების ხელის შემწყობნი არიან.

ქრისტიანობა ძირითადად ახდენს ჰომოსექსუალობის  რეპრესიას, ასევე მასში გამოხატულია დაუქორწინებლობის და შესაბამისად სექსუალური აბსტინენციის იდეაც.

ისლამის კონსერვატიული ფორმები კი  ახდენს მკვეთრად ჰომოსექსუალობის რეპრესიას , ასევე ქალწულობის შენარჩუნებას და სექსუალურ აბსტინენციას ქორწინებამდე, ასევე დამატებით მოითხოვს სპეციფიურ დრეს კოდს ქალებისთვის.

პირველი ვინც სექსუალური რეპრესიების შესახებ მხამაღლა დაიწყო საუბარი, იყო ფროიდი, რომელიც ამტკიცებდა, რომ სექსუალური რეპრესიები იყო ადამიანებისთვის გარს ხელოვნურად მოხვეული და ხელს უშლიდა ბუნებრივი სექსუალური იმპულსების გამოვლენას, ის აღნიშნავდა რომ საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას ეს საკითხი წარმოადგენდა და ეს იყოს სხვადასხვა უარყოფით მოვლენების საწინდარი.

არსებობს ჰიპოთეზა, რომ სექსუალური ძალადობა კავშირშია სექსუალურ რეპრესიებთან, თუმცა ამ ჰიპოთეზის ჭეშმარიტება დაუდგენელია.

სექსუალური რეპრესიების საკითხი  წინა პლანზეა წამოწეული თითქმის ყველა ფემინისტური ორგანიზაციის და გაერთიანებების მხრიდანაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს რადიკალური ფემინისტების ხედვით.

სექსუალური რეპრესიის ფორმას წარმოადგენს ჩინეთში არსებული ერთი- ბავშვის პოლიტიკა, სადაც წყვილმა ერთ შვილზე მეტი არ უნდა გააჩნოს, ამ ქვეყანაში ათეიზმი საკმაოდ მძლავრია, ამიტომ ეს სექსუალური რეპრესია არ არის გამოწვეული რელიგიური ხედვით, არამედ წარმოადგენს ნაციონალური მოტივების ასახვას.