თვალები და სექსუალური ორიენტაცია

მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი თვალების რეფლექსებს და სექსუალურ ორიენტაციას შორის.  ადამიანები, როდესაც სექსუალურად აგზნებულები არიან მათში მიმდინარე ნეირო ჰუმორული მექანიზმების მეშვეობით ხდება სხვადასხვა პროცესები, ამ პროცესების გარეგნული გამოვლინება შეიძლება იყოს    გუგების გაფართოება (დილატაცია, მიდრიაზი) ,  გუგების რეფლექსი მაშინაც კი შეიძლება იყოს გამოხატული, როდესაც გენიტაიებში შესამჩნევი პროცესები არ მიმდინარეობს, ანუ მხოლოდ სექსუალურმა მოხიბვლამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გუგების დილატაცია.  სექსუალური ორიენტაციის და გუგების შესახებ წამოყენებული კვლევა  ჩატარდა  Ritch Savin-Williams -ის   მიერ კორნელის უნივერსიტეტში.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გუგები ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს უფართოვდებოდათ ქალების ეროტიულ სურათებზე, ჰომოსექსუალებს- მამაკაცების ეროტიულ სურათებზე, ხოლო ბისექსუალებს –  ორივეზე. ქალების შემთხვევაში შედეგები ცოტა განსხვავებული აღმოჩნდა,  ჰეტეროსექსუალ ქალებს გუგები უფართოვდებოდათ მცირედ ორივე სქესის წარმომადგენლების სურათების ჩვენებისას, ხოლო ჰომოსექსუალებს გამოკვეთილი მიდრიაზი ჰქონდათ ქალების ეროტიული სურათების ნახვისას.

ამ კვლევიდან გამომდინარე ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: 1) ის რომ ადამიანს თვალები მართლაც გასცემს : ) 2)  ქალები მეტად მიდრეკილები არიან ბისექსუალური ორიენტაციისკენ ვიდრე მამაკაცები. ვინაიდან  რეაქცია კვლევის დროს ჰეტეროსექსუალ კაცებში მეტად გამოკვეთლი იყო, ვიდრე მსგავსი ორიენტაციის ქალებში ქალებში.