იმბილდინგი/ვუმბილდინგი

იმბილდინგი არის ინტიმური კუნთების გასამაგრებელი ტრენაჟორული მეთოდიკა. ვუმბილდინგი არის მისი სახეობა, როცა ვარჯიშებით საუბარია მენჯის ფსკერისა და საშოს კუნთების გამაგრებაზე.

საშოს კუნთების ვარჯიში ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს შესაბამის ორგანოში, ინარჩუნებს საშოს ნორმალურ მიკროფლორას, აძლიერებს ადგუილობრივ იმუნიტეტს.

ვუმბილდინგის დამსახურებით მენჯის მთელი კუნთები ვარჯიშდება, ხდება ელასტიური, უმჯობესდება სისხლმომარაგება და ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება. გარდა ამისა, მენჯის დიაფრაგმა.

ვუმბილდინგი აძლიერებს როგორც საშოს, ასევე მენჯის ფსკერის კუნთებს, რის გამოც შესარებით მარტივდება მშობიარობა და ნაყოფის სამშობიარო გზებში გამოვლის შემდგომ საშოს კუნთების ტონუსი აღდგება მალევე.

უძველეს დროში ქალები დაეუფლნენ ვაგინალური კუნთების მართვის ტექნიკას, ამისთვის ისინი იყენებდნენ მძიმებსა და ბურთებს. ინტიმური კუნთების მართვის დემონსტრირებას ხარჭები ახდენდენ თავზე დადგმული სანთლით, ან წყლით სავსე ჭურჭლით. ისინი მხედულ პოზაში ინტიმური კუნთების საშუალებით დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ ბატონს ფრიქციების გარეშე.

ხელსაწყოები, რომელსაც ქალები იყენებდნენ იყო ვაგინალური ბურთები და ნეფრიტის კვერცხები, რომლებიც ვუმბილდინგის უძველესი „იარაღია“.

ინტიმური კუთების განვითარება არ წარმოადგენს დიდ სიძნელეს. დამოუკიდებლად შეიძლება ამ ვარჯიშების გაკეთება:

  1. ზურგზე წოლისასფეხები მოხარეთ მუხლებში და ტერფები დადგით მხრების სიგანეზე. რიტმულად აიწეთ და დაწიეთ მენჯი 2-3 წუთის განმავლობაში. გააკეთეთ 5-ჯერ;
  2. ამავე პოზაში აწიეთ მენჯი, დაძაბეთ ბარძაყის, დუნდულებისა და შარდსადენის სფინქტერის კუნთები. დააფიქსირეთ ამ პოზაში სხეული 1-2 წუთით ისე, რომ არ მოადუნოთ არც ერთი (დუნდულები, ბარძაყის კუნტები და სფინქტერი);
  3. 1-ლი დავალება გააკეთეთ მიტყუპებული ფეხებით.

ამ ვარჯიშებთან ერთად ეფექტურია კეგელის ვერჯიშების შესრულება. https://geosexmd.com/2011/08/25/%E1%83%99%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/.

შესაძლებელია ვაგინალური ბურთების შეძენა და მათი შეკავება საშოს კუნთების საშუალებით სახლის რამე მარტივი სამუშაოს შესრულების დროს.

ქალებში ინტიმური კუნთების მართვის უნარი განაპირობებს სექსუალ ჯანმრთელობას, სექსუალრ აქტივობასა და ქალსა და მამაკაცს შორის ჰარმონიულ სქესობრივ ურთიერთობას.