ბიდე

ბიდე არის წყალსადენი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება გენიტალიების და დუნდულოების შიგნითა ზედაპირების  დასაბანად.  ბიდე აბაზანის ნიჟარების ნაირსახეობას წარმოადგენს და დაახლოებით  მეჩვიდმეტე საუკუნეში შეიქმნა საფრანგეთში.

ბიდეს ძირითადი დანიშნულება გენიტალიების დაბანვა-გასუფთავებაა, ასევე  შორისის მიდამოს, ანუსის, ბარძაყების და დუნდულოების შიგნითა ზედაპირების გასასუფთავებლად.  ბიდე წარმოადგენს პრაქტიკულ მოწყობილობას წყვილისთვის სექსამდე „მოსამზადებლად“ და სექსის შემდგომ ჰიგიენის დაცვის მხრივ.

ბიდე წარმოადგენს ნიჟარას, რომელსაც აქვს თბილი წყლის წყარო და გადინების სისტემა, მასზე ჯდება ადამიანი და თბილი წყლის ნაკადით შესაძლებელია გენიტალიების დაბანვა-გასუფთავება.

ბიდე გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში: განსაკუთრებით იტალიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში. შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც გამოიყენება ალბანეთში, სლოვენიაში, მალტაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში.

ამერიკის კონტინენტზე მას ნაკლები გამოყენება აქვს, თუმცა მეტად პოპულარულია სამხრეთ ამერიკაში ვიდრე ჩრდილოეთით.  მას გამოიყენებენ : არგენტინაში, პარაგვაიში, ურუგვაიში..  ბიდეს საკმაო გამოყენება აქვს შუა აღმოსავლეთის ქვეყნებშიც: ერაყი, ქუვეიტი, საუდის არაბეთი, ყატარი,  ეგვიპტე, მაროკო, ასევე გამოიყენება იაპონიაში, ბანგლადეშში ვიეტნამში და აზიის სხვა ქვეყნებში.

დღეისთვის ბიდი შეიძლება ინტეგრირებული იყოს  უნიტაზის მოწყობილობასთან, კონტროლდება ელექტრონულად და ხშირ შემთხვევაში აქვს გამშრობი სისტემაც.