სპერმატორეა

სპერმატორეა (სპერმა +  ბერძნ. Rhoia – დინება, გამოდინება; სპერმის გადმოსვლის სინონიმი), სპერმის ხშირი ან მუდმივი გადმოსვლა ურეთრიდან, ჩვეულებრივ მოშარდვის ან დეფეკაციის ბოლოს.

თესლგამომტანი სადინრის კუნთოვანი გარსის სისუსტის დროს მენჯის ღრუში წნევის ნებისმიერი მატება იწვევს შარდსადენიდან ერთი ან რამდენიმე წვეთი მოტეთრო სპერმის გამოყოფას. სპერმატორეა არასდროს არ ატარებს ეაკულაციის ხასიათს, არ გადმოისროლება ძლიერი ბიძგით, გადმოდის ნელა მცირე პორციებით და თან არ ახლავს სქესობრივი აგზნება, ერექცია და ორგაზმი.

სპერმის გადმოსვლა ძლიერდება დეფეკაციის (კუჭში გასვლის), შორსის კუნთების დაძაბვის, მაგ, ფიზიკური დატვირთვის დროს, ამ დროს იზრდება გამოყოფილი სათესლე სითხის რაოდენობა.

სპერმატორეა ხშირად არის თესლგამომტანი გზების და/ან სფინქტერის პარეზის (არასრული დამბლა) ნიშანი.

სპერმატორეა გვხვდება აგრეთვე საშარდე გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებების, ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დაავადებების, ხანგრძლივის კოლიტების (შეკრულობის) დროს და ა.შ.

სპერმის გადმოსვლა ძლიერდება ნებისმიერი მცირედი სექსუალური აგზნების დროსაც, ამიტომაც ამ პრობლემის მქონე მამაკაცების თავს არიდებენ გარკევულ გარემოებებში ქალთან კონტაქტს.

სპერმის გამუდმებული გადმოსვლა და შესაბამისად, საცვლების დასველება დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს უქმნის მამაკაცებს. ხანგრძლივად მიმდინარე სპერმატორეა იწვევს ნევროტიულ რეაქციებს, უხშირესად ასთენოიპოქონდრიულ ან დეპრესიულს.

მკურნალობა მიმართულია ძირითადი დაავადების მკურნალობისკენ. ხშირად სპერმატორეა ერევათ ლიბიდურ ურეთრორეაში – ეს არის აგზნების დროს გამოყოფილი პრეეაკულატი. თუმცა პრეეაკულატი არის ნორმალური და მიუთითებს სქესობრივ აგზნებაზე. იგი შეიძლება პენისის ერექციის გარეშეც კი გამოიყოს.