ღია ურთიერთობები (Open relationeships)

ღია ურთიერთობა არის ინტერპერსონალური ურთიერთობის ფორმა, რომლის დროსაც წყვილი არის ერთად, თუმცა ეთანხმებიან არამონოგამურ კავშირებს.  ასეთ ურთიერთობებისას წყვილისთვის მისაღები და დასაშვებია ურთიერთბა სხვა ადამიანთანაც.  ურთიერთობის ამ ფორმას აქვს მრავალი დადებით და უარყობითი მხარეები. უარყოფითი დამოკიდებულება ძირითადად მოიცავს იმ კრიტიკას რაც ღია ურთერთბებს ხვდება მოცემულ საზოგადოებაში  დამკვიდრებული კულტურის –  ტრადიციების და რელიგიების შესაბამისად.  ღია ურთიერთბაში მყოფ წყვილებს, როგორც წესი აქვთ უფრო ხშირი სექსი ვიდრე სხვა საშუალო წყვილს.

ღია ურთიერთბების სხვადასხვა ფორმები არსებობს:

  • მრავალ – პარტნიორიანი ურთერთბა, სადაც არის სამი ან მეტი პარტნიორი, თუმცა სექსუალური კავშირი არ მყარდება ყველა მონაწილეს შორის.
  • ჰიბრიდული ურთიერთბა, როდესაც ერთი პარტნიორი არის არამონოგამური, ხოლო დანარჩენები მონოგამურები.
  • სვინგი – როდესაც წყვილის (ან ერთი ) დაგეგმილად აქვს სექსუალური ურთიერთბა მეორე წყვილის შესაბამის წარმომადგენლებთან, როგორც რეკრეაციული  სოციალური აქტივობა.

ზოგადად ღია ურთიერთბების ქვეშ მოიაზრებენ არამონოგამური კავშირების დაშვებას, ღია ურთიერთბების ფორმაა ღია ქორწინება.

ღია ურთიერთბები თავის მხრივ იყოფა ღია და დახურულ ჯგუფებად.

მრავალ პარტნიორიან ურთიერთობაში გამოყოფენს ურთიერთბის წევრების სამ სხვადასხვა ჯგუფს.  ძირი(ბირთვი) წევრები, ასოცირებული წევრები,  დამატებით  წევრები.

ღია ჯგუფებში ბირთვი წევრები არიან ის ადამიანების , რომლებსაც სექსუალური  ურთიერთბა აქვთ რამოდენიმე სხვასთან,  ასოცირებული წევრები არიან  რომლებიც ჯგუფის ორ წევრთან მაინც არიან სექსუალურ კავშირში.  დამატებითი  წევრები არიან ისინი, რომლებიც იზიარებენ ჯგუფის ფილოსობიას და უკავშირდებიან რომელიმე ბირთვ(ძირეულ) წევრს.   დახურულ ჯგუფებში ყველა წევრი  ბირთვი წევრია.

ღია ურთიერთბები უფრო მეტად გავრცელებულია თეთრკანიანებში, განათლებულ საშუალო კლასის ფენაში, უფრო ახალგაზრდებში, ვიდრე ხანში შესულებში. ქალებში, ვიდრე კაცებში.

ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ხშირად ემხრობიან ღია ურთიერთობებს.

ერთ-ერთ ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანები რაც უფრო შორს არიან მშობლების ზედამხედველობისგან, მით უფრო მეტია შანსი ღია ურთიერთობების.

ღია ურთიერთბებში როგორც წესი ძირითად წევრებს აქვთ კარიერა, სამსახური, ხშირად მენეჯერული პოზიცია უკავიათ.

ღია ურთიერთბებში შესვლის მიზეზები მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის:  განსხვავებული მოთხოვნილება-საჭიროებები ურთიერთბაში წყვილს შორის;  ერთი პარტნიორი აცნობიერებს, რომ მეორის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს;  სექსუალური სურვილების მრავალფეროვნება;   პარტნიორების სურთ მეტი თავისუფლება; ინტელექტუალური სხვადასხვაობა; სექსუალური პარტნიორების მრავალფეროვნება.  სხვადასხვა გამოწვევების სურვილები;  ახალი სექსუალური ურთიერთბით გართბის და სიამოვნიების სურვილი, „ახალი ურთიერთობის ენერგია“; წყვილებს შორის ინტელექტუალური და ემოციური კავშირების მოძიება, შექმნა; სიშორე – როდესაც წყვილი ცხოვრობს განცალკევების ერთმანეთისგან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ღია ურთიერთობების შემაკავებელი მოვლენებია:

წყვილში ერთ მონოგამურობის მომხრე პოზიცია თუ გადაძალავს მეორის ღია ურთიერთობების სუვილს.  ეჭვიანობა, ღა ურთერთბებშიც კი წყვილების 80 % რაღაც ეტაპზე განიცდიან ძლიერ ეჭვიანობის ეპიზოდებს.  კულტურული წნეხი.  საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოდიპი, რომ უფრო ერთგული და „მწიფე“ მონოგამური კავშირია, ხელოვნებით და მედია საშუალებებით იმის დემონსტრირება, რომ ნამდვილი სიყვარული მონოგამურია.