სექსუალური ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

World Association for Sexual Health (WAS ) – სექსუალური ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია – მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სექსოლოგიურ საზოგადოებასა და სექსოლოგებს.

შეიქმნა 1978 წელს რომში სექსოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარების მიზნით.  WAS-მა დაარსების დღიდან  ჩაატარა ჩაატრა 19 საერთაშორისო კონგრესი.

2005 წლამდე ორგანიზაციას ეწოდებოდა „სექსოლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია“, 2005 წლის 13 ივლისიდან ორგანიზაციამ შეიცვალა სახელი ნიშნად იმისა, რომ სექსოლოგია არის სექსუალური ჯანმრთელობის მისაღწევის ინსტრუმენტი.

WAS-ის წევრებია 5 რეგიონული კონტინენტური ფედერაცია: აზიისა და ოკეანიის ფედერაცია (Asia and Oceania Federation of Sexology), სექსოლოგიის ევროპული ფედერაცია (European Federation of Sexology), სექსოლოგიისა და სქესობრივი აღზრდის ლათინოამერიკული ფედერაცია (Latin American Federation of Sexology and Sexual Education), სექსუალობის საკითხების ჩრდილოეთამერიკული ფედერაცია (North American Federation of Sexuality Organizations), სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებების აფრიკული ფედერაცია (African Federation for Sexual Health and Rights).

WAS-ში აგრეთვე შედის სექსოლოგიის 100-მდე ნაციონალური და საერთაშორისო ორგანიზაცია, ინსტიტუტი და ფონდი.

WAS-თან ასოცირებულ ორგანიზაციებს შორისაა: International Academy of Sex Research, Sexuality Information and Education Council of the United States (SIECUS), the Society for the Scientific Study of Sexuality (SSSS), the Society for the Advancement of Sexual Health, the American Association of Sex Educators, Counselors, & Therapists (AASECT) and the World Professional Association for Transgender Health (WPATH).

სექსოლოგიის მე-14 საერთაშორისო კონგრესზე (ჰონკონგი, 1999 წ.) მიღებულ იქნა მსოფლიო სექსუალური უფლებების დეკლარაცია, რომელიც მოცავს 11 უფლებას:

  1. სექსუალური თავისუფლების უფლება;
  2. სექსუალური დამოუკიდებლობის, ჯანმრთელობისა და ფიზიკური უსაფრთხოების უფლება;
  3. პირადი სექსუალური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;
  4. სექსუალური ტანასწორობის უფლება;
  5. სექსუალური სიამოვნების მიღების უფლება;
  6. სექსუალობის ემოციურად გამოხატვის უფლება;
  7. სექსუალური კავშირების თავისუფლების უფლება;
  8. რეპროდუქციული არჩევნის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის უფლება;
  9. სექსუალობის შესახებ კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღება;
  10. ყოვემხრივი სექსუალური განათლების მიღების უფლება;
  11. რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლება.