დავიყვანოთ ნულამდე (შიდსი)

geosexmd.com

1 -ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.  შიდსი მსოფლიო პანდემიას წარმოადგენს და წლების განმავლობაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს.   საქართველოში შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ოდენობასაშუალოდ 5- ჯერ არის გაზრდილი.  2000 წლისთვის ახალი შემთხვევები საქართველოში 79 იყო , 2002 ში – 96. ათი წლის შემდგომ ეს ოდენობა 5-  ჯერ არის გაზრდილი და 500 -ს უახლოვდება.

შიდსთან ბრძლოლას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, უდიდესი მნიშვნელობისაა აივ- ინფიცირებისგან პრევენცია,  ინფიცირებულების მკურნალობა, სოციალური ინტეგრაცია და მხარდაჭერა, საზოგადოებაში სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება შიდსის და აივ ინფექციის შესახებ, მნიშვნელოვანია ყოველმა ადამიანმა გააცნობიეროს საფრთხის სიდიდე და ხელი შეუწყოს საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, აუცილებელია აივ -ინფიცირებულები იყვნენ საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები და მათ სოციალური აქტივობა არ იყოს შეზღუდული.

შიდსის დღე აღინიშნება ყოველ წელს და მას  აქვს განსაკუთრებული დატვირთვა მრავალი კუთხით.  1988 დღდან მოყოლებული შიდსის მნიშვნელობიდან გამომდინარე  ირჩევა განსაკუთრებული თემა რომელიც იმ წელს ცენტრალურ მნიშვნელობას იძენს კამპანიის წარმოების მხრივ.  ეს თემები შემდეგია:

  • 1988 – კომუნიკაცია
  • 1989 – ახალგაზრდობა
  • 1990- ქალები და შიდსი
  • 1991-  გამოწვევის გაზიარება
  • 1992 – ერთანობის ვალდებულებები
  • 1993 -მოქმედება
  • 1994 -შიდსი და ოჯახი
  • 1995 – თანაზიარი უფლებები, თანაზიარი პასუხისმგებლობები
  • 1996 – ერთი სამყარო, ერთი იმედი.
  • 1997- ბავშვები, რომლებიც შიდსით ცხოვრობენ მსოფლიოში.
  • 1998- ძალა ცვლილებებისთვის. კამპანია ახალგაზრდებთან ერთად.
  • 1999- მოსმენა, სწავლა, სიცოცლე: შიდსის მსოფლიო კამპანია ბავშვებთან და ახალგაზრდებთან.
  • 2000-  შიდსი: მამაკაცი ქმნის განსხვავებას
  • 2001 – მე ვზრუნავ, შენ?
  • 2002 – სტიგმა და დისკრიმინაცია
  • 2003- სტიგმა და დისკრიმინაცია
  • 2004- ქალები, გოგონები აივ და შიდსი
  • 2005- შეაჩერე შიდსი
  • 2006- შეაჩერე შიდსი
  • 2007 – შეაჩერე შიდსი
  • 2008-  შეაჩერე შიდსი
  • 2009 – უნივერსალური წვდომა ადამიანის უფლებებთან
  • 2010 – უნივერსალური წვდომა ადამიანის უფლებებთან
  • 2011 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2012 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2013 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2014 – დავიყვანოთ ნულამდე
  • 2015 – დავიყვანოთ ნულამდე