ვუაიერიზმი

ვუაიერიზმი – სექსუალური აგზნების ჩანაცვლებითი ფორმა, აგრეთვე სექსუალური სიამოვნების მიღება სხვების  სქესობრივი კავშირების თვალთვალით. სინონიმები: სკოპოფილია, მიკსოსკოპია, ვიზიონიზმი.

პირველადი ვუაიერიზმი წარმოადგენს დაუმაყოფილებელ მოთხოვნილებას; ის შესაძლოა იწვევდეს შფოთვის მაღალ დონეს, დანაშაულის გრძნობას და მაზოხისტურ ქცევას. თავად თვალთვალის აქტი ატარებს სადისტურ ხასიათს. ის შესაძლოა იყოს დამცველობითი ხასიათის, იცავს რა დამკვირვებელს აქტიური ქმედებისგან. სკოპოფილური სურვილების სუბლიმაცია ხელს უწყობს მეცნიერებას, ხელოვნებას და ზოგადად ცნობისმოყვარეობას. ამ ასურვილების გამოძევება შესაძლოა გახდეს ხასიათობრივი აკრძალვების, მორცხვობის, ნორმალური ცნობისმოყვარეობის დათრგუნვის მიზეზი გახდეს.

ვუაიერიზმის განვიტარებაში არსებითი არის 3 ფაქტორი:

1)    ვუაიერიზმის წინასწარგანმწყობი ფაქტორი არის ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველი თანდაყოლილი, პირველადი, საერთო ჰიპერკატექსისი (ფსიქოანალიზში ფსიქოლოგიური ენერგიის მიმართვა ერთი მიზნისკენ მეორე პროცესის განაგრძლივების ან შემსუბუქების გაუცნობიერებელი მიზნით) მხედველობითი ფუნქციის. ასეტი ჰიპერკატექსისი ხშირია მხატვრებში, მოჭადრაკეებში, შემოქმედებით მოაზროვნეებში და მათემატიკოსებში. ეიდეტიური, აუტოსომბოლური და ჰიპნოგოგიური ფენომენების წარმოშობის სიმარტივე და ზოგადად, ვიზუალური აზროვნებისკენ მიდრეკილება ვუაიერიზნმისთვის იმაზე მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე ვარაუდობდნენ;

2)    მეორე წინასწარგანმწყობი ფაქტორი არის განცდები პოსტნატალურ პერიოდში, რომლებიც გავლენას ახდენენ სექსუალობაზეც. ეს განცდენი ჩნდება ჯერ კიდევ ჩვილობის დროს, როცა ბავშვი უყურებს დედის სახეს და მათ შრის ყალიბდება ვიზუალური კავშირი. მსგავსი განცდაა ობიექტის დაკარგვის შიში. ადრეული სექსუალური განცდები ზრდასრული ადამიანის გენიტალიების პირველად ნახვასთან დაკავშირებით აგრეთვე უკავშირდება ვუაიერიზმს;

3)    ვუაიერისტული პერვერსიები შესაძლოა ეფუძნებოდეს ადრეულ ბავშვობაში გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმას. მსგავსი ტრავმები იწვევენ გენიტალიებამდელ ფიქსაციას, სქესობრივი იდენტობის პრობლემას, ეგო და სუპერეგოს ფუნქციონირების გაუარესებას, სუბლიმაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მარტივი სკოპოფილია იწვევს ნაკლებად სერიოზულ მომდევნო ტრავმებს, ანუ მისი ფსიქოლოგიური გართულებები ნაკლებად მწვავეა.

ქვეცნობიერის დონეზე ვუაიერისტს აქვს იგივე ტენდენცია, რაც ექსჰიბიციონისტს. განიცდის რა ბავშვობას, ვუაიერისტი ხანდახან წარმოიდგენს სცენებს, რომელიც აძლევს თავდაჯერებას, ძალას.

ფსიქოანალიტიკმა აბრაჰამმა აღწერა პირველი პაციენტი, რომელმაც მიიღო სექსუალური სიამოვნება მეზობელ ოთახში სქესობრივი აქტის ნახვით. პაციენტი იწყებდა ყვირილს, ამ დროს ქალს უნდა მიწტოვებინა თავისი პარტნიორი (ვისთანაც რეალურად ჰქონდა სექსი) და გამოქცეულიყო პაციენტთან. სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში აბრაჰამის პაცინეტს ჰქონდა იმ სურვილის რეპრეზენტირება, რომლიც გაუჩნდა ბავშვობაზე იგივე სცენის ნახვის დროს.