რატომ ირჩევენ “ცუდ ბიჭებს”

geosexmd.com

მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად თითქმის ყველა ქალი ეთანხმება იმ აზრს, რომ კარგი კაცი/ქმარი ძალიან კარგია,  ძნელია და ბედის საჩუქარია მოსიყვარულე, ყურადღებიანი, ერთგული კაცის მოძებნა,  პრაქტიკაში   ხშირად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად ან პარტნიორად „ცუდ ბიჭებს“.  ამ ფაქტს მეცნიერები სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან:

  • Too good to be trueძალიან კარგი იმისთვის, რომ იყოს ნამდვილი

ქალების უმრავლესობა ფირქობს, რომ იდეალური და ძალიან ძნელია იყოს კაცი კარგი, ასეთ ადამიანებს უწევთ გამუდმებით კარგად მოქცევა, იშვიათად არღვევენ კარგ მანერებს,  იქცევიან სტანდარტულად კარგად, არიან ყველას მიმართ კარგები და კეთილები, ამასობაში კი ავიწყდებათ რა არის რეალური ცხოვრება.  მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ერთ-ერთ ფაქტორია რაც ხელს უშლით ასეთ კაცებს ინტიმური ურთიერთბის მიღწევა-შენარჩუნებაში.

  • მამაკაცები, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან კარგი თვისებებით და არიან ძალიან კეთლები, ხშირად არიან სხვების გამოყენების ობიექტები, ასეთ ადამიანებს როგორც წესი არ აქვთ კონკრეტული განსაზღვრული მიზნები რის მიღწევასაც შეეცდებიან, ამიტომ ეს კომპონენტი ქალებისთვის საკმაოდ არამისაღებია.
  • განსაზღვრულობა –  ცუდი ბიჭებისგან განსხვავებით კარგი ბიჭების ცხოვრება თითქმის მუდმივად განსაზღვრულია, ყველა ფაქტი მოსალოდნელია და ცხოვრება დუნე და მონოტონურია, ეს ფაქტი ქალებს ნაკლებად ხიბლავთ.
  • გამოწვევები – ქალებს მოსწონთ გამოწვევები, შეცვალონ საკუთარ პარტნიორში უარყოფითი თვისებები და ჩვევები. მაგ. დაანებებინონ მოწევას თავი, ალკოჰოლის მოხმარება შეამცირებინონ და ა.შ. კარგ ბიჭებთან ასეთი გამოწვევები ქალებს არ აქვთ, ამიტომ ამ კუთხით სისავსის და კმაყოფილების შეგრძნება არ აქვთ.
  • ცუდ ბიჭებს დიდი გამოცდილება აქვთ  ახალ-ახალი ურთიერთობების, ამიტომ ხშირად კარგად იციან მოცემულ სიტუაციაში რა უნდა თქვან, იციან მრავალ სხვადასხვა სიტუაციაში სწორად მოქცევა, რაც იგივე არ ითქმის „კარგ ბიჭებზე“
  • ქალების ნაწილი მიიჩნევს, რომ „კარგ ბიჭებთან“ თავს დაცულად  ნაკლებად გრძნობენ. თუმცა რეალურად შეიძლება საპირისპიროდ იყოს საქმე.