გატაცება

geosexmd.comგატაცება სიყვარულის არაფორმალური სახელია. გატაცების ქვეშ მოიაზრება ძირითადად რომანტიული სიყვარული, რომელსაც განიცდიან ძირითადად ახალგაზრდები,  ბავშვობაში (სკოლის პერიოდში), გარდატეხის ასაკში, ზოგჯერ ზრდასრულობაშიც.  გატაცებულ ადამიანს ზოგჯერ სიყვარულით დაბრმავებულსაც უწოდებენ.  გატაცება  გვხვდება ძირითადად თინეიჯერულ ასაკში, ზოგჯერ უფრო ადრეც.

გატაცების მთავარ მახასიათებლად მიიჩნევა გრძნობების გარდამავლობის სიხშირე, ასეთი გარდამავლობა  სხვა ტიპის რომანტიულ სიყვარულს არ ახასიათებს.  ძველი დროს სიყვარულის შესახებ მეცნიერული ხედვიები ჩამოყალიბებული არ იყო რათქმაუნდა, თუმცა ცნობილი იყო „პირველი სიყვარულლების“ გარდამავლობა და ცვალებადობა.

გატაცება თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია ბავშვობის ან ადრეულ წლებში, ამიტომ ეს გრძნობა თითქმის ყველასთვის ნაცნობია.

გატაცების ობიექტი  ბავშვისთვის ძირითადად თანატოლია, თუმცა შეიძლება იყოს მასწავლებელი, მეგობრის მშობელი, ცნობილი ადამიანი და ა.შ.  ზოგჯერ გატაცების ობიექტი ხდება  პიროვნებისთვის  იდეალიზებული ადამიანი ეს შეიძლება იყოს როგორც მსახიობი სხვა ცნობილი ვარსკვლავი, ასევე ოჯახის ახლობელი,  ოჯახის წევრის მეგობარი და ა.შ.

გატაცება ადამიანაებს, როგორც წესი ხელს უშლით კონცენტრაციაში, დიდ დროს ატარებენ ოცნებაში, ფიქრებში, იმ ადამიანზე ნატვრაში ვისითაც გატაცებულნი არიან.

გატაცების პოზიტიური მხარე ისაა, რომ ადამიანებს აძლევს ინდივიდუალიზმის ახალ ძლიერ განცდას, მაშინ როცა ოჯახის წევრის გარდა ვინმე სხვა უყვარდებათ.