კიდურების დაგრძელება

პოსტი დაწერიალია მკითხველის თხოვნით, სამედიცინო სექსოლოგიასთან კავშირის არქონის მიუხედავად.

კიდურების დაგრძელება სამედიცინო ჩვენებით კეთდება მაშინ, როცა პაცინეტს აქვს კიდურების თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტი. ასეთ დროს უპირატესად საჭიროა ერთმხრივი ან კიდურის რომელი ფრაგმენტის დაგრძელება. თუმცა ქვედა კიდურების დაგრძელება ხშირად კეთდება კოსმეტიკური თვალსაზრისით, ანუ სიმაღლეში ზრდის მიზნით.

ქვედა კიდურების დაგრძელებისთვის მოწოდებულია უამრავი მეთოდი, თუმცა ყველაზე ეფექტური რაღაც ეტაპის შემდეგ მხოლოდ ქირურგიულია.

ქირურგიული ჩარევა ხდება კომპრესიულ-დისტრაქციული ოსტეოსინთეზის გზით, ელიზაროვის მიხედვით. ამ დროს გამოიყენება გარე ფიზქსაციის ელიზაროვის აპარატი: ჩხირებით, ღეროებით, ჩხირებით და ღეროებით ერთდროულად. აპარატის არჩევა ხდება პაცინეტთან შეთანხმებით.

ამ მეთოდის არსი: ჯერ ხდება ოსტეოტომია, ანუ ძვლის გაჭრა. ამისთვის კეთდება სიგრძივი განაკეთი კანზე, იკვეთება კანქვეშა ქსოვილები, ჩლუნგად ითიშება კუნთები და თავისუფლდება ძვალთან მისადგომი. შემდეგ იკვეთება ძვლისაზრდელა და კვნიტის საშუალებით კეთდება ნაჭდევი. ამის შემდეგ ძვალი იკვეთება ოსტეოტომის საშუალებით. განაკვეთი კეთდება წვივზე 5-6 სმ, ხოლო ბარძაყზე 6-8 სმ.

ბარძაყის ძვლების გადიდება მეტად ტრავმული ოპერაცია და გადიდების პროცესშიც მეტად ჩნდება გართულებები სისხლდენის, ჰემატომების, ინფექციურ-ანთებითი პროცესების სახით ჩხირების გატარებისა და ოსტეოტომიის ადგილებზე. ეს უკავშრდება იმ ფაქტს, რომ ბარძაყზე მეტია რბილი ქსოვილები, სისხლძარღვებისა და ნერვების განლაგებაც წვივთან მიმართებაში რთულია.

შემდეგ ძვალში გაკეთებულ ძვლებში ატარებენ ჩხირებს. ჩხირებისა და ღეროების რაოდენობა ინდივიდუალურობის გათვალისწინებით საზღვრავს ექიმი. ჩხირები ფიქსირდება და ყოველდღიურად ხდება ძვლის გაჭიმვა და ძვლის კიდეებს შორის მანძილის გადიდება. გაჭიმვის საერთო ტემპი – 1მმ დღე-რამეში.

ძვლის კიდეებს შორის წარმოიქმნება ძვლოვანი ქსოვილი. გაჭიმვის პერიოდის დარულების შემდეგ კიდევ საჭიროა რაღაც პერიოდი, ახლადწარმოქმნილი ძვლოვანი ქსოვილის საბოლოო გაძვალებისთვის.

მოსალოდნელი გართულებები:

  • სისხლდენა;
  • ინფექციური გართულებები;
  • ძვლის ნაწილის გატეხვა;
  • ტკივილი.

აპარატული მკურნალობის დასრულების შემდგომ დგება აღდგენითი მკურნალობის დრო, რათა ალაგდეს კუნთების ატროფია და სახსარში გაჩენილი მოძრაობის შეზღუდვები. რაებილიტაციის კურსი ინდივიდუალურია და ვარირებს 1-დან 4-5 თვემდე.