მახვილწვეტიანი კონდილომები

მახვილწვეტიანი კონდილომები – კონდილომების სახეობა, რომელიც წარმოადგენს კანის ფერის პატარა გამონაზარდებს. ჩნდებიან სასქესო ორგანოებსა და უკანა ტანის მოდამოში, იშვიათად პირში. როგორც წესი მათ საფუძვლად უდევს ვირუსული ინფექცია. გამომწვევი არის ადამიანის პაპილომავირუსი.

50% შემთხვევაში დაინფიცირება ხდება სქესობრივი გზით. ანუსისა და გენიტალიების პაპილომავირუსილი ინფექცია ძალიან გავრცელებული პათოლოგიაა. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე ამ დაავადებით დაზარალებულთა რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ადამიანის კონტაქტი პაპილომავირუსთან ყოველთვის არ იწვევს დაავადებას. ითვლება, რომ ვირუსული ინფექციის განვიტარება უკავშირდება ჰუმორული იმუნიტეტის დასუსტებას.

კლინიკური გამოვლინება უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება ხელშემწყობი ფაქტორების არსებობისას:

  • ახალგაზრდა ასაკი – ასაკი მერყეობს 17-33 წლებში. უხშირესად ავადობენ 20-24 წლის ადამიანები;
  • ადრეული სქესობრივი აქტიურობა – სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა, დაუცველი კავშირები, ანალური სექსი;
  • სექსუალური პატრტნიორი, რომელსაც აქვს კავშირი ინფიცირებულთან.

 

ანოგენიტალური მახვილწვეტიანი კონდილომით დაავადებულები არიან ინფექციის წყარო. დაინფიცირებულთა 65%  დაახლოებით 90 დღეში უვლინდება დაავადების ნიშნები.

კვლევებმა აჩვენა, რომ მახვილწვეტიანი კონდილომების კავშირი ავთვისებიან წარმონაქმნებთან.

მოცემული პათოლოგიის დროს კონსერვატყიული ტერაპია კომბინირებულია ქირურგიულ მეთოდებთან. უმრავლეს შემთხევაში მკურნალობა მოიცავს სიმპტომურ და ზოგადგამაჯანსაღებელ თერაპიებს. ეტიოლოგიური მკურნალობა მოიცავს ადამიანის პაპილომავირუსის ერადიკაციას, მაგრამ ვირუსის პოლიმორფიზმის გამო ძალიან რთულია და, შესაბამისად, ძვირი ჯდება.