პროსტატის დაავადებები

წინამდებარე ჯირკვალია, ანუ პროსტატა მამაკაცის სასქესო ჯიკრვალია. მისი დაავადებები იწვევს ინტერესს არა მხოლოდ ექიმების, არამედ პაციენტების ინტერესსაც, რამეთუ არის ძალიან ხშირი, საკმაოდ სერიოზულ და ადამიანის სოცილაურ ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, აუარესებს ცხოვრების ხარისხს.

პროსტატის დაავადებებზე საუნრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ანატომიის და ფიზიოლოგიის ცოდნას https://geosexmd.com/2011/07/19/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%AF%E1%83%98/.

პროსტატაში პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორის გამოიყოფა შემდეგი:

  • ინფექციური ფაქტორი: ქლამიდია, გონორეა, ტრიქომონა, არასპეციფიური პირობით-პათოგენური ფლორა;
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა;
  • ასაკი;
  • შეგუბებითი პროცესები;
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა.

წინამდებარე ჯირკვლის დაავადებათა სიმპტომები:

  • ობსტრუქციული სიმპტომები (გაძნელებული შარდვა, შარდის მწვავე და ქრონიკული შეკავება);
  • ირიტაციული (გამღიზიანებელი) სიმპტომები (გახშირებული შარდვა დღისითაც და ღამითაც, იმპერატიული მოთხოვნილებები, შარდის შეკუკავებლობა);
  • ტკივილი;
  • სექსუალური დარღვევები (ერექტიული დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია, რეტროგრადული ეაკულაცია);
  • უშვილობა.

პროსტატის დაავადებათა დიაგნოსტიკური მიზნით გამოიყენება შემდეგი მეთოდები:

  • რექტალური მანუალუაალური გამოკვლევა (თითით სწორი ნაწლავიდან გასინჯვა);
  • ლაბორატორიული დიაგნოსტიკა: პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპია, ეაკულატის, ან პროსტატის სეკრეტის ბაქტრეიოლოგიური გამოკვლევა დათესვით, სისხლის საერთო ანალიზი, 3 ჭიქის ცდა, ჯაჭვურ-პოლიმერაზური რეაქცია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, პროსტატ სპეციფიური ანტიგენი (PSA);
  • უროფლოუმეტრია;
  • სხივური ტერაპია: ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მაგნიტური რეზონანსი და კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • წინამდებარე ჯირკვლის ბიოფსია.

წინამდებარე ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობა იწყება დიაგნოზის დასმის შედგომ და მოითხოვს ექიმისა და პაციენტის თანამშომლობას.