ტანსაცმლის ფეტიშიზმი

Geosexmd.com

ტანსაცმილის ფეტიშიზმი არის სექსუალური ფეტიშიზმის სახე, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს  რომელიმე ტიპის ჩაცმულობით.  ტანსაცმელი შეიძლება იყოს რომელიმე უნიფორმა, კონკრეტული  მატერია, ან სხვა სახის ტანსაცმელი. სამედიცინო გაგებით ტანსაცმლის ფეტიშიზმი მაშინ არის გამოხატული თუ ადამიანი ფიქსირებულია  რომელიმე მათგანზე და სექსუალურ დაკმაყოფილებას მის გარეშე თითქმის ვერ იღებს.

ტანსაცმლის ფეტიშიზმის დროს ადამიანი შეიძლება იღებდეს სიამოვნებას, როცა მას აცვია  კონკრეტული  ტანსაცმელი, როცა სხვას აცვია კონკრეტული, ან უბრალოდ როდესაც აქვს განსაზღვრული ტანსაცმელი. ასეთი ადამიანები ზოგჯერ ტანსაცმლის კოლექციონრებიც არიან.

ტანსაცმლის ფეტიშიზში საკმაოდ ხშირია საცვლების მიმართ, ფეხსაცმლის მიმართ, ქალის სხვადასხვა უნიფორმების მიმართ.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს კორსეტების, გეტრების, კოლჰოტების მიმართ ლტოლვა და შეეძლოს მათი ყურებით ან ჩაცმის სექსუალური სიამოვნების მიღება.