სვინგი

GeoSexMD.com

სვინგი (პარტნიორების გაცვლა) არის – არა მონოგამური ქცევა, რომლის დროსაც ადამიანი ან წყვილი წინასწარ გეგმავს სქესობრივ აქტივობას სხვა წყვილის შესაბამის წევრებთან და აღიქმება  როგორც სოციალური რეკრეაციონალური საშუალება.  არსებობს სვინგის სხვადასხვა ფორმები, შეიძლება იყოს ერთჯერადი ან რეგულარული, შეიძლება იყოს სპონტანური ან დაგეგმილი ხასიათის.  მაგ. სვინგის მონაწილეები შეიძლება იყვნენ მეგობრები, ან გაერთიანებული იყვნენ სვინგერების კლუბში  და ა.შ.

სვინგის შესახებ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, სხვადასხვა კულტურაში განსხვავებული კუთხით არის დანახული. დასავლურ ქვეყნებში მიიჩნევა ნორმალურ სქესობრივ აქტივობად, მან პოპულარობა სექსუალური რევოლუციის შემდგომ შეიძინა, მაშინ როცა უსაფრთხო  (დაცული)  სექსი მეტად ხელმისაწვდომი გახდა.

ძირითადი კრიტიკა რაც განვითარებულ სამყაროში ისმის სვინგის მიმართ, ის არის რომ მას ანდროცენტრულ ქცევას უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ წყვილში სექსუალური აქტივობების დაგეგმვაში უპირატესად მონაწილეობს და წარმართავს კაცი, ამიტომ ორიენტირებულია კაცის სიამოვნებაზე მეტად ვიდრე ქალისაზე.  პოპულაციის ნაწილი ამ მოსაზრებას არ ეთანმება.

სვინგის მიზეზების სხვადასხვაა. სვინგერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთბის გაუმჯობესების და გამრავალფეროვნების კარგი საშუალებაა, ზოგისთვის ეს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებაა, ზოგისთვის სექსუალური ფანტაზიების განხორციელების და მრავალფეროვნების საშუალება.

სვინგი თანამედროვე გაგებით მცირე ისტორიისააა, ძირითადად  მისი დამაბრკოლებელი იყოს მონოგამური  კულტურა და რელიგიები, თუმცა იმ საზოგადოებაში სადაც ასეთ შეზღუდვები არ არსებობდა სვინგი სხვადასხვა ფორმებით ყოველთვის არსებობდა.

სოციალური კვლევების მიხედვით (ინტერნეტ გამოკითხვებზე დაფუძნებული) სვინგერები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს ვიდრე სხვა წყვილები.  სვინგერების 60- % მდე თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს, მაშინ როცა არა სვინგერი წყვილების მხოლოდ 32 % ფიქრობს იგივეს.