სექს-ინდუსტრია

სექს-ინდუსტრია – ადამიანის საქმიანობის სფერო, რომლეიც მოიცავს სექსუალური ხასიათის საქონლისა და მომსახურებების წარმოებასა და რეალიზაციას. ბრუნვა ამ სფეროში საკმაოდ დიდია. მაგალითისთვის ამერიკაში სექს-ინდრუსტრიის წლიური ბრუნვა არის 13 მილიარდი დოლარია. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი მოდის პორნოფილმებისა და სხვა მედია-პროდუქტებზე. ამერიკაში პორნოფილმების წარმოება ხედბა ლოს-ანჯელესში. ევროპაში პორნოგრაფიული კინოინდუსტრიის ცენტრი არის ბუდაპეშტი.

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში სექს-ტურიზმის (სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით მოგზაურობა) ზრდამ გამოიწვია  სექს-ინდუსტრიის ზრდა. არალეგალური ტურიზმი, როცა ტურისტს სთავაზობენ არასრულწლოვან ბიჭებსა და გოგონებს, ფართოდ არის გავრცელებული კარიბის ზღვის აუზსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ზოგიერთ ადგილებში სექს-ინდუსტრიიდან დიდი შემოსავალაია ბიუჯეტში გადასახადების სახით. ფართოდ არის ცნობილი ჰამბურგის პროსტიტუციის ზონა, სადაც ემსახურებიან კლიენტებს მთელი მსოფლიოდან.

სექს-ინდუსტრიის გეოგრაფიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხედრო ბაზებთან სიახლოვე. სექს-ინდუსტრიის სახლები ყოველთვის შენდებოდა იქ, სადაც იყო დიდი რაოდენიბით სექსუალურად დაუკმაყოფილებელია მამაკაცი, სამხედრო ბაზები კი სწორედ ასეთი ადილებია. ამის მაგალითი ბევრია. XIX საუკუნეში ბრიტანულ სამხედრო პორტში (პორტსმუტში) აყვავდა სექს-ინდუსტრია. XX საუკუნეში დაახლოებით 90-იან წლებამდე ფილიპინებში ყველაზე დიდი რაოდენობით ბორდელი იყო ამერიკულ ბაზებთან ახლოს. დუბლინის ერთ ერთი რაიონის (მონტო, ევროპაში პროსტიტუციის უდიდესი ცენტრი) საროსკიპოების ძირითადი მომხმარებელია ბრიტანელი ჯარისკაცები. როცა ირლანდიამ მიიღო დამოიკუდებლობა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა დატოვეს დუბლინი, ამ რაიონში პროსტიტუციამ განიცადა კრახი.