ერექცია

ლიბიდოს (ანუ სექსუალური ლტოლვის) ფონზე ეროტიული ჟანრი, პორნოგრაფია და შესაბამისი ზონების გაღიზიანება იწვევს თავის ტვინში გარკვეული უბნის აგზნებას. ამ ცენტრიდან უკუსიგნალები მიდის სხვადასხვა ორგანოებთან და იწვევს მათ „მზადყოფნაში“ მოსვლას: გულისცემის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, არტერიული წნევა იმატებს, ზურგის ტვინის გავის ნაწილის საშუალებით პენისის კავერნოზული სხეულების ივსება სისხლით – ხდება ერექცია. საბოლოო ჯამში ემოციური აგზნება და პენისის თავის სტიმულაცია იწვევს სათესლე ბუშტუკების შეკუმშვას და ეაკულაცია-ორგაზმს.

ამ სისტემის ნებისმეირი რგოლის გამოვარდნა იწვევს დიდ ცვლილებებს და ერექციის უნარის დაკარგვასაც კი.

ადამიანი თავის სხეულს მართავს ძალიან კარგად, მაგრამ მხოლოდ იმ კუნთებს, რომელიც არის განივზოლიანი (ჩონჩხის კუნთები, სფი9ნქტერების კუნთები, ენა, საყლაპავის გარკვეული უბანი და ა.შ.). რაც შეეხება პენისს, მისი კავერნოზული სხეულები წარმოდგენილია გლუვკუნთოვანი მუსკულატურით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კონტროლი ადამიანს არ ძალუძს.

შესაბამისად ერექციის მექანიზმი არის ადამიანისგან დამოუკიდებელი და ემორჩილება ნერვულ იმპულსაციას, რომელიც ჯერ თავის ტვინიდან მოდის ზურგის ტვინის გავის ნაწილში და მერე იქიდან მიდის პენისის კავრნოზულ სხეულებამდე.

პენისში არის ორი მღიმოვანი და ერთი ღრუბლისებრი სხეული. მღიმოვანი სხეულების რღუების კედლების გასწვრივ არის გლუვი კუნთები, რომელთა შეკუმშვა-მოდუნების ხარჯზე იზრდება-მცირდება ამ ღრუების მოცულობა.

მოსვენებულ მდგომარეობაში მღიმოვან სხეულებსა და პენისის მცირე არტერიებში არის ტონუსი – მსუბუქი შეკუმშული მდგომარეობა, ანუ მატში ცირკულირებს სისხლი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ერექციის გამოსაწვევად და არის მხოლოდ კვებისთვის.

აგზნების დროს მოსული იმპულსაცია იწვევს ამ კუნთებისა და არტერიების კედლების მოდუნებას და მღიმოვანი სხეულების გადავსებას სისხლით. პენისი იმატებს ზომაში და ხდება ერექცია.

აგზნების დასასრულს ამ კუნთების ტონუსი იმატებს, მღიმოვანი სხეულებიდან გამოიდევნება სისხლი და პენისი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში.

როდის ჩნდება ერექცია და როდის არის მისი გაქრობა ფიზიოლოგიური?

პირველი ფიზიოლოგიური ერექციები ბიჭებში ჩნდება ჯერ კიდევ 5-6 წლის ასაკში და არ უკავშირედბა ეროტიულ განცდებს. ერექციის გახშირება ხდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და უკვე არის კორელაციაში სექსუალურ სურვილებთან. ერექციის მაქსიმალური შესაძებლობა მამაკაცებში აღინიშნება 20 წლის ასაკისთვის და თანდათან შეუმჩნევლად ქვეითდება, საბოლოო დაქვეითებას კი ყველა მამაკაცისთვის თავისი ასაკი აქვს – ვიღაცას 90 წლამდე უნარჩუნდება, ვირაცას კი 40 წლის ასაკში უკვე აქვს პრობლემები.

რომელი დაავადებები იწვევენ ერექციის უნარის შესუსტებას?

პირველ რიგში ეს არის ალკოჰოლიზმი, რადგან ალკოჰოლი ძალიან უარყოფითად აისახება ერექციაზე. იგივეს აკეთებს ნარკოტიკები, განსაკუთრებით კოკაინი, ექსტაზი, ფენამინი: ისინი ძალიან მოკლე დროით იწვევენ ერექციის გაუმჯობესებას, მაგრამ რეგულარული მიღების დროს საერთოდ თიშავენ ერექციის მექანიზმს. პოტენციას აქვეითებს პროსტატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევები, სისხლძარღვების დაავადებები. შედეგი იგივე აქვს მამაკაცებში ჰორმონების დამოუკიდებლად მიღებასა და ვიაგრის გამოყენებას დანიშნულების გარეშე. უარყოფითად მოქმედებს დეპრესია, განგაში, უარყოფითის მოლოდინი.

როდის ხდება ერექციის შეწყვეტა?

სექსის დროს ერექციის შეწყვეტის მიზეზი ხშირად არის გადაჭარბებული აგზნება, სასქესო ორგანოებისა და ზოგადად, ეროგენული ზონების ხანგრძლივი სტიმულაცია. გარდა ამისა არის ემოციური ფონი და მოლოდინი, როცა მამაკაცს რაღაც დროის მანძილზე უნდა ქალთან ყოფნა, იმ ქალთან სექსის დროს ხშირად არ აქვს ერექცია, ან არა აქვს საკმარისი ერექცია. თუკი ერექციის პრობლემები გრძელდება შემდგომი სქესობრივი აქტების დროსაც, აქ უკვე შეიძლება პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა.

როგორი გავლენა აქვს ერექციაზე სექსუალური აქტივობის ინტენსივობას?

ერექციაზე უარყოფითად მოქმედებს როგორც ხშირი, ასევე იშვიათი სქესობრივი აქტები. ცნობილია, რომ ხანგრძლივი სექსუალური „შესვენება“ მნიშვენლოვნად აუარესებს ერექციის ხარისხს. მეორეს მხრივ, 7-8 სექსუალური აქტი აგრეთვე ცუდად მოქმედებს ერექციაზე. აქტების სიხშირის ნორმა არ არსებობს და ყველა ადამიანისთვის ნორმა არის თავის მიერ შერჩეული, მაგრამ ითვლება, რო, კვირაში 2-3 აქტი არის ყველაზე ოპტიმალური კარგი ერექციისთვის. რაც შეეხება მინიმუმს, აქაც არის რეკომენდაცია, 2 კვირაში ერთხეულ სექსის ქონა ჯანმრთელი მამაკაცისათვის აუცილებელია.

როგორ მოქმდებს ფიზიკური დატვირთვა ერექციაზე?

ზომიერი ფიზიკური აქტივობა დადებითად მოქმედებს ერექციაზე, მძიმე კი – უარყოფითად. მეცნიერულად ითვლება, რომ კუნთოვანი მასის მატებისთვის იხარჯება ჰორმონალური რესურსები და ერექცია ქვეითდება.

არის თუ არა კავშირში ერექცია და ნაციონალობა?

ცნობილია, რომ სამხრეთლები სწრაფად იგზნებიან, მაგრამ არა აქვთ ერექციის ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი. რაც შეეხებათ ჩრდილოეთლებს – პირიქით.