ღალატი და განქორწინება

ღალატი და განქორწინება

მრავალ შემთხვევაში ღალატი ხდება, განქორწინების და ინტიმური ურთიერთობების რღვევის მიზეზი. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ღალატი ყველაზე ცუდი მოვლენაა, რაც შეიძლება წყვილის ურთიერთბაში მოხდეს.  ეს მეტ-ნაკლებად ფაქტიცაა.  ქორწინებების დაახლოებით ნახევარი განქორწინებით სრულდება. ხოლო ცხოვრების განმავლობაში მამაკაცების 60 % ერთხელ მაინც ღალატობენ მეუღლეს, ხოლო ქალების 40 %.   ეს პროცენტები ახლო თანხვედრაშია განქორწინების რაოდენობასთან, თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლებით მსჯელობა ძნელია.

როცა ადამიანი მეუღლეს ღალატობს ის არ ფიქრობს მსოფლიო სტატისტიკაზე, არც იმაზე ეს მომავალში რა მიმართულებით წაიყვანს ურთიერთბას და დაასრულებს თუ არა მას. ადამიანს ღალატის შემდგომ, როგორც წესი აქვს დანაშაულის გრძნობა და გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ დამალოს და დაასრულოს ეს დანაშაული.  მეორე მხრივ ღალატი ძალზედ მძიმე მისაღებია მეორე პარტნიორისთვის, მას შემდეგ რაც განიცდის და გააცნობიერებს რომ უღალატეს იპყრობს ძლიერი სევდა და წუხილი, ასევე გაბრაზება და რწმენის და ნდობის დაკარგვა მეუღლის მიმართ, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება ურთერთობა განქორწინებამდე მიიყვანოს.  ღალატის შემდგომ შესაძლოა ადამიანმა დაკარგოს ურთიერთბის ხელმეორედ ან სხვა ურთიერთბის აწყობის იმედიც.  თუმცა დროსთან ერთად ის მძიმე მდგომარეობაც რაც ნაღალატევ ადამიანს ეუფლება გამოსწორდებ.,  გამოსავალი კი უმრავლესობისთვის განქორწინებას წარმოადგენს.

  • უარყოფა – ადამიანების უმეტესობას  პირველი რეაქცია, მას შემდეგ რაც გაიგებს, რომ უღალატეს არის უარყოფა – არ ჯერა, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო და უარყოფს ფაქტს.  უარყოფის ხანგრძლივობა ინდივიდუალლურია, ადამიანების ნაწილი ადვილად ეგუება რეალობას,  ნაწილისთვის ეს პროცესი დროში გაწელილია.
  • სიბრაზე –  ეს განცდა მას შემდეგ იპყრობს ადამიანს რაც აცნობიერებს, რომ უღალატეს, სიბრაზე უფროდაუფრო ძლიერდება  და ხანგრძლივდება, ეს პროცესიც ნორმალურია და ადამიანების უმრავლესობა, რომლებსაც უღალატეს, განიცდის მას.  სიბრაზე ადამიანის ფსიქიკისთვის დამანგრეველი ძალისაა, მას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგბი მოჰყვეს, ამიტომ აუცილებელია ადამიანმა შეძლოს და აკონტროლოს საკუთარი თავი.
  • უარის თქმა –  ადამიანი თავს უარყოფილად გრძნობს მას შემდეგ რაც სხვითი ჩაანაცვლებენ,  თუნდაც ერთხელ, ამიტომ უყალიბდება ის გრძნობა, რომ მასზე უარი თქვეს.  ადამიანის თვითშეფასება იკლებს, სანამ მდგომარეობიდან არ გამოვა, ასეთ შემთხვევაში ოჯახურ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.  ადამიანი ქვეცნობიერად ან ცონიერად შეიძლება მიიჩნევდეს, რომ თვითონ არის სუსტი, არასაჭირო და ამიტომ უღალატეს, მიუხედავად იმისა ეს შეესაბამება თუ  არა რეალობას.

ადამიანებს ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე, შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული რეაქციები, თუმცა ძირითად რეაქციების ციკლს ზემოთხსენებული წარმოადგენს, ზოგისთვის ეს განცდები შეიძლება იყოს მკაფიო, ზოგისთვის სუსტად გამოხატული, ზოგისთვის მეტად იყიოს დროში გავრცობილი, ზოგისთვის ნაკლებად.

რაც შეეხება გამოსავალს, ეს აბსოლიტურად წყვილის სურვილზე და მონდომებაზეა დამოკიდებული, შეიძლება იყოს განქორწინების მრავალი შემაკავებელი ფაქტორი – ძირითადად შიში (მომავლის, მატერიალური მდგომაროობის, ბავშვების მდგომარეობის და ა.შ.).

ურთიერთობის გამოსავლის გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ყველაფრის კარგად გააზრება და გაცნობიერება და საბოლოო გადაწყვეტილების გააზრებულად მიღება.