ღონისძიებები ჩუჩის პლასტიკის შემდეგ

ცირკუმციზიო არის ჩუჩის მოკვეთა, მისი პლასტიკა.

 

ადგიობრივი ანესთეზიის ეფექტი მალევე გადის და მამაკაცს ეწყება ტკივილი ნაოპერაციევ მიდამოში. ამ დროს აუცილებელია რაიმე ტკივილგამაყუჩებლის დანიშვნა. ჩვეულებრივ ერთი დღე-ღამის შემდეგ ტკივილი აღარ შეაწუხებს პაცინეტს.

ოპერაციიდან სამი დღე სასურველია სახლში ყოფნა, უმეტესწილად ზურგზე წოლა, რომ პენისი სხეულის ყველაზე ამაღლებული ნაწილი იყოს და არ მოხდეს მასზე ზეწოლა. არ შეიძება ველოსიპედზე ჯდომა პირველი 5 დღის განმავლობაში მაინც. ნაოპერაციევი ადგილი არ უნდა დასველდეს, ამაზე ყურადღების განახვილება აუცილებელია შარდვის დროს. არ შეიძლება არანაირი ანტისეპტიკური და სხვა კრემებისა და მალამოების ხმარება. შესაძლებელია აღინიშნოს მტკივნეული ერექციის ეპიზოდები, ამ დროს სასურველია ცივი წყლით სავსე ბოთლი, ან ყინულის დადება მტკივენულ ადგილას.

კლინიკაში დაბრუნება აუცილებელია, თუკი:

  • ჭრილობიდან სისხლდენა გრძელდება;
  • ოპერაციის ჭრილობასთან ახლოს წარმოიქმნა კანქვეშ დიდი სისხლნაჟღენთი;
  • ტკივილი (ტკივილი აღინიშნება საანსტეზიო ხსნარის ეფექტის გასვლის შემდეგ ოპერაციიდან რამდენიმე სააში, მაგრამ სახლში გაწერის დროსითვის და მით უმეტეს მერე აღარ უნდა იყოს);
  • შეშუპება (ოპერაციის შემდეგ მსუბუქი შეშუპება განვითარდება, მაგრამ თუკი შეშუპება იმატებს, ქირურგის ჩარევა);
  • ჩირქის ან რაიმე სითხის გამოყოფა.

სასურველია სპორტის ნებისმიერი სახეობისგან თავის შეკავება 4-6 კვირა. ნაოპერაციევი ხორცდება 7-10 დღეში, ნაწიბური გამაგრდება 4-6 კვირაში. ფუნქციების სრული აღდგენა ხდება 3-4 თვეში. სექსისა და მასტურბაციისგან სასურველი 4-6 კვირა თავი შეიკავოს მამაკაცმა.